#კინო

2026 წლის ოსკარის საუკეთესო მომენტები

გაზიარება:

რიგით 98-ე ოსკარის დაჯილდოება ნამდვილად არ ყოფილა მორიგი მოსაწყენი ცერემონია, არამედ ეს იყო ღამე, რომელზეც ერთმანეთს მწარე იუმორი, ისტორიული გამარჯვებები და ემოციური მომენტები ენაცვლებოდა. ჰოლივუდისთვის დამახასიათებელი პომპეზურობის მიღმა, წლევანდელი ოსკარები ბევრი გულრწფელი მომენტით დაგვამახსოვრება.

ოსკარი 2026, ოსკარები 2026, კონან ო'ბრაიანი

კონან ო’ბრაიენის მონოლოგი

ცერემონია კონან ო’ბრაიენმა წაიყვანა და პირველივე წუთებში სამიზნეში ტიმოთე შალამე ამოიღო. ბოლო რამდენიმე დღეა, ახალგაზრდა მსახიობის რეპლიკამ, თითქოს ოპერა და ბალეტი „აღარავის აინტერესებს“, სოციალური ქსელები მოიცვა. კონანმაც არ დააყოვნა და ოსკარები სწორედ ტიმოთეზე ხუმრობით გახსნა.

ოსკარი 2026, ოსკარები 2026, ტიმოთი შალამე, კაილი ჯენერი

დაცვა გაძლიერებულია, რადგან ოპერისა და ბალეტის ფანებისგან თავდასხმას ველოდებით, კონან ო’ბრაიენი.

კონანმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ წელს ყველაზე მნიშვნელოვანი კატეგორიების ნომინანტებს შორის არცერთი ბრიტანელი მსახიობი არ იყო, რაც პირველი შემთხვევაა 2012 წლის შემდეგ. კონანმა ამ რეპრიკას მწვავე პოლიტიკური ხუმრობა მოაყოლა.

ბრიტანეთის წარმომადგენელმა თქვა კი ბატონო, ნომინაციები არ გვაქვს, სამაგიეროდ ჩვენთან პედოფილებს მაინც აპატიმრებენო, კონან ო’ბრაიენი.

ეს იყო პირდაპირი მინიშნება ეპსტეინის საქმესა და აშშ-ის მთავრობის უმოქმედობაზე.

ჯიმი კიმელი მელანია ტრამპის ფილმზე

დოკუმენტური კინოს კატეგორიის წარდგენისას, იუმორისტმა ჯიმი კიმელმა პარალელი გაავლო სერიოზულ დოკუმენტურ ნამუშევრებსა და მელანია ტრამპის ახალ ფილმს შორის.

ოსკარი 2026, ოსკარები 2026, ჯიმი კიმელი

„ზოგიერთი დოკუმენტური ფილმი უსამართლობას ამხილებს, ზოგში კი უბრალოდ თეთრ სახლში დადიან და ფეხსაცმელებს ირგებენ“, აღნიშნა კიმელმა, რითაც პირველი ლედის შესახებ გადაღებულ Amazon-ის ფილმს დასცინა.

შონ პენის ოსკარი

შონ პენმა კარიერაში მესამე ოსკარი ისე მოიგო, რომ დარბაზში არც გამოჩენილა. მისი ადგილი ცარიელი იყო, რაც დაჯილდოების ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ მომენტად იქცა. შემდეგ გაირკვა, რომ მსახიობი კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვდერაზე იმყოფებოდა.

ოსკარი 2026, ოსკარები 2026, in memoriam, დაიან კიტონი, კეტრინ ო'ჰარა, რეიჩელ მაკადამსი
Ph: AFP via Getty Images

მსახიობების ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოსვლები

ტრადიციულ In Memoriam სეგმენტში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რეჟისორ რობ რეინერსა და მის მეუღლეს, ფოტოგრაფსა და პროდიუსერ მიშელ რაინერს. წყვილი სავარაუდოდ საკუთარმა შვილმა, 2025 წლის დეკემბერს საცხოვრებელ სახლში მოკლა. რეიჩელ მაკადამსმა კეტრინ ო’ჰარასა და დაიან კიტონზე ისაუბრა, ბარბრა სტრეიზანდმა კი რობერტ რედფორდის ხსოვნას სიმღერა „The Way We Were“ მიუძღვნა.

MAGIC საჩუქარი

რობერტ დაუნი უმცროსმა კრის ევანსს სცენაზე „Magic Mike“-ის ბრჭყვიალა საცვალი აჩუქა.

ოსკარი 2026, ოსკარები 2026, რობერტ დაუნი ჯუნიორი, კრის ევანსი, magic mike

სტუმრებს შორის მყოფმა ჩენინგ ტატუმმა კი სცენაზე მდგომ მსახიობებს დაუყვირა, ჩემი საცვალი დამიბრუნეთ, საღამოს სამსახურში მჭირდებაო. ჩენინგ ტატუმის მონაწილეობით Magic Mike-ის ბოლო ნაწილი Magic Mike's Last Dance 2023 წელს გამოვიდა.

ფემინისტური ტალღა

ისტორიაში პირველად, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის ოსკარი ქალმა, ოტემ დიურალდ არკაპოუმ აიღო, ფილმისთვის Sinners. მან დარბაზში მყოფ ქალებს ფეხზე წამოდგომა სთხოვა.

აქ თქვენ გარეშე ვერ მოვხვდებოდი, ოტემ დიურალდ არკაპოუ.

 ოსკარი 2026, ოსკარები 2026, ოტემ დიურალდ არკაპოუ

მაიკლ ბ. ჯორდანი

მაიკლ ბ. ჯორდანი კი მეექვსე ფერადკანიანი მსახიობი მამაკაცია, რომელმაც ოსკარი მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებითვის მიიღო.

 ოსკარი 2026, ოსკარები 2026, მაიკლ ბ. ჯორდანი

მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ფერადკანიან მსახიობს, რომელსაც წამყვან კატეგორიებში მიუღია ჯილდო. ესენია დენზელ ვაშინგტონი, უილ სმიტი, ჯეიმი ფოქსი, ჰალი ბერი, ფორესტ უიტეკერი. მოგვიანებით კი ჯორდანმა ამერიკულ სწრაფი კვების რესტორანში „In-N-Out“-ის ბურგერით აღნიშნა გამარჯვებას.

ჯესი ბაკლის ტრიუმფი

ირლანდიელი მსახიობის, ჯესი ბაკლის გამარჯვება ბევრისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ჯესიმ ქალის მთავარი როლის საკუთესოდ შესრულებისთვის მიიღო ოსკარი, ფილმში Hamnet.

 ოსკარი 2026, ოსკარები 2026, ჯესი ბაკლი

მის გამარჯვება არანაკლებ გაუხარდა ჯესის ეკრანულ პარტნიორს, პოლ მესკალს, რომლის ემოციური რეაქცია ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი იყოს გასულ ღამეს.

მადლობა დედა, მამა, იმისთვის, რომ მასწავლეთ ოცნება, ჯესი ბაკლი

One Battle After Another

საღამოს მთავარი გამარჯვებული კი პოლიტიკური ტრილერი One Battle After Another გახდა. პოლ თომას ანდერსონის ფილმმა 6 ოსკარი აიღო, მათ შორის საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისორის კატეგორიებში.

ანა ვინტური სცენაზე

სცენაზე ვიხილეთ ანა ვინტური და ენ ჰეთეუეიც, რომლებმაც საუკეთესო კოსტიუმების დიზაინის, საუკეთესო მაკიაჟისა და ვარცხნილობის ნომინაციებში გამარჯვებულები დაასახელეს. მათი ერთობლივი გამოჩენა ფილმის „ეშმაკი ატარებს პრადას 2“ პრემიერის მოახლოებას უკავშირდება. საკულტო ფილმის ახალი ნაწილი ეკრანებზე 1 მაისიდან გამოვა.

ზევით