ბელა ჰადიდი THE BEAUTY-ის პრემიერაზე

ბელა ჰადიდი პროფესიულ არეალს აფართოებს და ძალიან მალე სერიალში The Beauty რუბის როლში ვიხილავთ. რაიან მერფის მიერ შექმნილი სერიალის მსოფლიო პრემიერა 15 იანვარს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა.

ბელა ჰადიდი
ბელა ჰადიდი The Beauty-ის ნიუ-იორკის პრემიერაზე

პრემიერაზე ჰადიდს Schiaparelli-ის 2025 წლის შემოდგომის კუტიურ კოლექციიდან შერჩეული წითელი აბრეშუმის კაბა ეცვა. ლუქს Chopard-ის ბრილიანტის სამკაულები ამშვენებდა.

ბელა ჰადიდი, The Beauty, FX სერიალი, რაიან მერფი, ბელა ჰადიდი მსახიობობა, Ruby როლი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, Schiaparelli 2025, Chopard

The Beauty ჯერემი ჰაუნისა და ჯეისონ ა. ჰარლის 2016 წელს გამოცემულ გრაფიკულ რომანს ეფუძნება. სიუჟეტი მოგვითხრობს FBI-ის აგენტებზე, რომელთა როლებს ევან პიტერსი და რებეკა ჰოლი ასრულებენ. გამოძიებას ისინი ტექნოლოგიურ მილიარდერამდე მიჰყავს, რომლის პერსონაჟსაც ეშტონ კატჩერი განასახიერებს და რომელიც საკუთარი გამოგონების დაცვას ნებისმიერ ფასად ცდილობს.

ბელა ჰადიდი, The Beauty, FX სერიალი, რაიან მერფი, ბელა ჰადიდი მსახიობობა, Ruby როლი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, Schiaparelli 2025, Chopard
Bella Hadid ფილმში The Beauty

ბელა ჰადიდი სერიალში ეპიზოდურ როლს თამაშობს და მისი პერსონაჟი მჭიდროდ უკავშირდება სილამაზის, იმიჯისა და ფიზიკური რისკის თემებს. „The Beauty“-ის მაყურებელი 21 იანვარს FX-სა და Hulu-ზე იხილავს.

ზევით