როდესაც საქმე ცნობილი ადამიანების სილამაზის რუტინებს ეხება, ხშირად საქმე ძვირდაღირებულ პროდუქტებთან გვაქვს, რაც ნამდვილად ძვირი სიამოვნებაა, თუმცა რამდენიმე საფეხურიან რუტინას იშვიათად მაგრამ მაინც გამოერევა ხოლმე ბიუჯეტური პროდუქტები და ყველამ კარგად ვიცით, რომ მასში თანხის ინვესტიცია ნამდვილად ღირს.
რამდენიმე დღის წინ, Euphoria-ს ვარსკვლავის სიდნი სვინის ღამის მოვლის რუტინა გავრცელდა. ვიდეოში 24 წლის მსახიობი სენსიტიური კანის მოვლის ტირუალს გვიზიარებდა და იმ პროდუქტებსაც გვაცნობდა, რომელიც ყველაზე მეტად უხდებოდა მისი სახის კანს. სიდნის ერთ-ერთი ფავორიტი პროდუქტი, სულ რაღაც 5$-იანი Vaseline-ის ვაზელინი გახლავთ.
როგორც მსახიობი აღნიშნავს, ის ამ პროდუქტს ორი დანიშნულებით: თვალის მაკიაჟის მოშორების დროს და აგრეთვე თვალის გარშემო დატენიანებისთვის იყენებს.
სიდნიმ მაყურებელს თინეიჯერობის გამოცდილებაც გაუზიარა და გაიხსენა, რომ ადრეულ წლებში Vaseline-ს წამწამების გაზრდის მიზნის იყენებდა, სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ ამ საოცრად ბიუჯეტურ პროდუქტს მაკიაჟის ნაზად მოშორებაც შეეძლო. მოგვიანები მსახიობის ცხოვრება კიდევ ერთხელ შეიცვალა, როდესაც პროდუქტს მეორე დანიშნულებაც უპოვა და ის თვალების გარშემო კანის დასატენიანებლად გამოიყენა.
ვაზელინის ჯადოსნური მოქმედების შესახებ აქტიურად საუბრობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დერმატოლოგები თუ სქინქეარ გურუები. ამ ბიუჯეტური პროდუქტის ისტორია საუკუნეების წინ იწყება და მას შემდეგ აქტიურად გამოიყენება გამომშრალი კანის დატენიანებისთვის, ტენიანობის დაკარგვის პრევენციისთვის, კანის შეხორცებისთვის და სხვა მიზნებისთვის.
შეიძლება ითქვას, რომ ვაზელინმა დიდი დაბრუნება სილამაზის სამყაროში გასული წლიდან დაიწყო და TikTok-სა და Instagram-ის წყალობით ის ახალ მწვერვალებს იპყრობს.
სილამაზის სალონის, NAIL SUNNY-ის ისტორია 8 წლის წინ, ერთი ფილიალით დაიწყო. პროფესიონალიზმზე, მუდმივ განვითარებასა და მომხმარებლის კომფორტზე დაფუძნებულმა ხედვამ კი ბრენდი სწრაფად აქცია ქართული სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მოთხოვნად სახელად.
ქართველი მოდელი სანდრო ვეფხვაძე საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის ყურადღების ცენტრშია. სანდრო Dolce & Gabbana-ს მილანის ჩვენებებაზე ვიხილეთ, მანამდე კი Dior Riviera-ს გლობალურ კამპანიასა და წამყვან ბრენდებთან კოლაბორაციებში.
შეფ ენცო ნერი TheDiary-ს იტალიიდან საქართველომდე განვლილ გზაზე უყვება. ნერი უკვე ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გამორჩეული ფიგურაა. იგი Swissôtel-სა და Mercure Tbilisi-ს სამზარეულოს ხელმძღვანელობს და ქართველ გურმანებს იტალიურ სამზარეულოს აცნობს.