თბილისში სილამაზის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული სფეროა, სადაც სამართლიანად მომთხოვნი მომხმარებლის ნდობის მოპოვება მარტივი არ არის. მიუხედავად ამისა, არსებობს სივრცეები, რომლებიც უკვე წლებია სილამაზესთან, ნდობასა და უსაფრთხოებასთან ასოცირდება.
სწორედ ასეთია NAIL SUNNY – სილამაზის სალონების ქსელი, რომლის ისტორიაც 8 წლის წინ, ერთი ფილიალით დაიწყო. პროფესიონალიზმზე, მუდმივ განვითარებასა და მომხმარებლის კომფორტზე დაფუძნებულმა ხედვამ კი ბრენდი სწრაფად აქცია ქართული სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მოთხოვნად სახელად.

დღეს NAIL SUNNY თბილისის მასშტაბით ოთხ ფილიალს აერთიანებს და ყოველდღიურად ასობით სტუმარს მასპინძლობს.
8 წელია, რაც ჩვენი წარმატების საიდუმლო უცვლელია: მაღალი სტანდარტები, ძლიერი გუნდი, ინოვაციები და სიყვარული იმ საქმის მიმართ, რასაც ვაკეთებთ, – NAIL SUNNY.
TheDiary-სთან ინტერვიუში NAIL SUNNY-ს ფილოსოფიაზე, სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე მოგიყვებით.
როგორ აღწერდით Nail Sunny-ს მომსახურების ფილოსოფიას? რას მოიცავს თქვენთვის მომხმარებლის იდეალური გამოცდილება სალონში სტუმრობისას?
NAIL SUNNY: ჩვენთან მომსახურების ფილოსოფია დაფუძნებულია იდეაზე, რომ სილამაზე არა მხოლოდ სასურველი შედეგი, არამედ ის გამოცდილება და ემოციაა, რომელსაც თითოეული სტუმარი სალონში შემოსვლის პირველივე წუთიდან იღებს.

ჩვენთვის მომხმარებლის იდეალური გამოცდილება იწყება გარემოთი, სადაც ადამიანი თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობს. შემდეგ მოდის ინდივიდუალური მიდგომა. მნიშვნელოვანია თითოეული სტუმრის საჭიროებებისა და სურვილების დეტალური გათვალისწინება, რათა მიღებული შედეგი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს მის სტილსა და მოლოდინს.
მომსახურების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დეტალებს და ჰიგიენის უმაღლეს სტანდარტებს.
|
 |
თითოეულმა სტუმარმა არა მხოლოდ მაღალი ხარისხის მომსახურება უნდა მიიღოს, არამედ თავი სრულიად უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს. ამ მიზნით, NAIL SUNNY-ის ყველა ფილიალში მკაცრად ვიცავთ საერთაშორისო სტანდარტებს. ყველა სამუშაო ინსტრუმენტის მრავალსაფეხურიან დეზინფექცია-სტერილიზაციისთვის ვიყენებთ სამედიცინო დანიშნულების აპარატს – ავტოკლავს. ავტოკლავით სტერილიზაცია მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ინსტრუმენტების სტერილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი.
რა პროდუქტებსა და ბრენდებს იყენებთ მომსახურების პროცესში და რა კრიტერიუმებით არჩევთ მათ?
NAIL SUNNY: ბრენდების შერჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მათ შემადგენლობას, ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატებს, პროფესიონალების შეფასებასა და მომხმარებლის გამოცდილებას.
 |
სტუმრებს მხოლოდ იმ პროდუქტებს ვთავაზობთ, რომლებიც სრულად პასუხობს მაღალი ხარისხის სტანდარტებს.
|
ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ საერთაშორისო და სანდო ბრენდებთან, რომლებიც უმაღლესი ხარისხითა და ინოვაციური ფორმულებით გამოირჩევიან. განსაკუთრებით საამაყოა, რომ SUNNY GROUP-ი საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული, არა ერთი პრემიუმ ხარისხის ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.
რამ როლს თამაშობს თქვენი სპეციალისტების გუნდი Nail Sunny-ს წარმატებაში?
NAIL SUNNY: სილამაზის ინდუსტრიაში პროფესიონალი გუნდი გადამწყვეტ როლს თამაშობს, ამიტომ NAIL SUNNY-ში განსაკუთრებული ყურადღება ჩვენი სპეციალისტების მუდმივ განვითარებას ექცევა.
ჩვენი სპეციალისტები რეგულარულად გადიან პროფესიულ ტრენინგებს, ეცნობიან ახალ ტექნიკებს, თანამედროვე ტენდენციებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. ეს პროცესი საშუალებას გვაძლევს, მუდმივად განვაახლოთ ცოდნა და ჩვენს სტუმრებს შევთავაზოთ ყველაზე თანამედროვე, ხარისხიანი მომსახურება.

რა ახალი მიმართულებებისა და პროექტების განვითარებას გეგმავთ მომავალში?
NAIL SUNNY: ჩვენი ახალი მიმართულება მაკიაჟისა და ვარცხნილობის სერვისია, რომელიც უკვე ერთი თვეა მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მომსახურება მიიღონ როგორც სალონში, ისე საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ლოკაციაზე.
გარდა ამისა, კიდევ ერთი სასიხარულო სიახლე გვაქვს, რომელიც სწორედ ახლა დავაანონსეთ ოფიციალურად. ძალიან მალე ჩვენს ქსელს მეხუთე ფილიალი შეემატება, გლდანში. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან შესაძლებლობა გვაქვს, NAIL SUNNY-ის მაღალი ხარისხის სერვისი ხელმისაწვდომი გავხადოთ თბილისის სხვადასხვა უბანში.