2026 წლის მზის სათვალეების მთავარი ტენდენციები
2026 წლის ზაფხულის მზის სათვალეების მთავარი ტენდენციებია მასიური ფორმები, სპორტული სტილის სათვალეები, თხელი მეტალის ჩარჩოები, cat-eye ფორმა და ფერადი ლინზები.
პრინცესა დაიანა განსაკუთრებული სტილითაა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალებიდან 23 წელი გავიდა, დაიანას გარდერობი დღესაც მოდური გამოცემების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

დაიანას გარდერობი სავსე იყო საღამოს ლამაზი კაბებით, კოსტიუმებით, საზაფხულო ფრიალა სამოსითა და ყოველდღიური სპორტული ტანსაცმლით. პრინცესას ასევე ძალიან უყვარდა აქსესუარები, მარგალიტის ყელსაბამი, საყურეები, ბეჭდები და რა თქმა უნდა სათვალეები.

უელსის პრინცესას სათვალეების კოლექცია ცალკე ყურადღების ღირსია. დაიანა განსაკუთრებული ყურადღებით არჩევდა ამ მნიშვნელოვან აქსესუარს, რომლებიც დღესაც არ კარგავენ აქტუალობას.