2026 წლის მზის სათვალეების მთავარი ტენდენციები
2026 წლის ზაფხულის მზის სათვალეების მთავარი ტენდენციებია მასიური ფორმები, სპორტული სტილის სათვალეები, თხელი მეტალის ჩარჩოები, cat-eye ფორმა და ფერადი ლინზები.
58 წლის მსახიობმა, დემი მურმა კიმ ჯონსის სადებიუტო, მაღალი მოდის კოლექცია აბრეშუმის კოსტიუმით გახსნა. ჩვენება ფუტურისტულ გარემოში გაიმართა, სადაც მოდელები ყველა მხრიდან სარკეებითა და შუშის კონსტრუქციებით იყვნენ გარშემორტყმული. დემი მურს პოდიუმზე გრძელ კაბასა და გამჭვირვალე მოსასხამში გამოწყობილი ბელა ჰადიდი მოჰყვა.

ნაომი კემპბელმა ჩვენება, რომელიც ონლაინ ვიდეოფილმის სახით გაიმართა, პოდიუმის დედოფლის შესაფერისად, მდიდრული და პომპეზური კაბით დახურა. კარა დელავინი, კეიტ და ლილი მოსები, კრისტი ტარლინგტონი - ეს იმ ცნობადი სახეების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც Fendi-ს გაზაფხული-ზაფხულის მაღალი მოდის კოლექციის ჩვენებაში მონაწილეობდნენ.
ეს ჩვენება ასახავს იმას, თუ რა აცვიათ რეალობაში ქალებს. ეს კოლექცია დიდი ხნის დაკვირვების შედეგად შეიქმნა, - ჯონსი
კიმ ჯონსი Fendi-ის კრეატიულ დირექტორად გასული წლის შემდგომაზე დაინიშნა. ის ერთდროულად ორი მოდის სახლისთვის იმუშავებს: Dior-ის მამაკაცის ტანსაცმელი და Fendi-ს ქალის ხაზი.