ისტორია მეორდება: სიყვარულისთვის უარს ტიტულზე, ამჯერად იაპონელი პრინცესა ამბობს
#სამეფო ოჯახიისტორია საკუთარ თავს კიდევ ერთხელ იმეორებს, მართალია ახალი სახელებით, ახალი დინასტიით თუ სამეფო ოჯახის წარმომადგენლობით, სიყვარული კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ ყოველგვარ ტიტულზე, გვარსა და ქონებაზე მაღლა დგას. 4 წლის წინ გამოცხადებული ნიშნობა ქორწილით დაგვირგვინდა, იაპონიის პრინცესა მაკომ რიგით მოქალაქეზე და ერთადერთ რჩეულზე კეი კომუროზე იქორწინა.