პრინცესა დიანა - სამეფო ოჯახის მეამბოხე პრინცესა
#სამეფო ოჯახი
სტილის, ხალხისა და სიყვარულის პრინცესამ ადამიანთა გულები არა მხოლოდ ჰუმანურობით, ემპათიურობითა და საოცარი სტილის შეგრძნებით, არამედ თავისი მეამბოხე ბუნებითაც დაიმსახურა. ლედი დი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე მეამბოხე წევრი გახლდათ, მისთვის დადგენილი წესები და სამეფო კარის პროტოკოლები ზედმეტად რთული რამ გახლდათ შესასრულებლად, საქორწინო ფიცის შეცვლით ყველამ იცოდა, რომ პრინცესა დიანა არ იქნებოდა ის მონარქი, რომელიც ინდივიდუალურობას უკანა პლანზე გადაწევდა და სხვის ჩრდილში იცხოვრებდა.