RALPH LAUREN-ის 2027 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია
Ralph Lauren-მა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე 2027 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია წარადგინა, რომელშიც ამერიკული კლასიკა, რომანტიკული საღამოს სამოსი და ჯინსი გააერთიანა.
დედოფალ ელისაბედ II-ის უმცროსი და - პრინცესა მარგარეტი რომ გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ქალად ითვლებოდა, ეს ყველას კარგად მოგვეხსენება, თუმცა მისი საზაფხულო ვოიაჟის, ყველაზე ცხელი სეზონის ჩაცმულობებისა და ზღაპრული თავგადასავლების ამსახველ ფოტოსურათებს მხოლოდ ახლა ვეცნობით.
პრინცესა მარგარეტი ყოველთვის პრივილეგირებული ცხოვრებით ცხოვრობდა, ის არასოდეს უშინდებოდა საზღვრების დარღვევას და სასურველის მიღებას და არასოდეს უცდია ყოფილიყო იდეალური დედოფალი ელისაბედი, პრინცესა მარგარეტს ჰქონდა თავისუფლება და მას მაქსიმალურად იყენებდა.
წარმოგიდგენთ პრინცესა მარგარეტის თავისუფალ, ფერად საზაფხულო სტილს, რომელიც დღევანდელი დღის ნამდვილ შთაგონებას წარმოადენს ჩვენთვის.










