ETERNAL SUNSHINE - არიანა გრანდე ახალი ალბომით ბრუნდება
#მუსიკასამი წელი გავიდა არიანა გრანდეს ბოლო, რიგით მეექვსე ალბომის გამოშვებიდან. თუმცა, პოპ მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი მომღერალი, ფეხი-ფეხზე გადადებული არ მჯდარა. მან მომდევნო ალბომზე მუშაობის პარალელურად, ფენტეზის ჟანრის ფილმში Wicked მიიღო მონაწილეობა. გუშინ კი, ერთგული მსმენელი ცამეტი ახალი სიმღერით დაასაჩუქრა.