ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ვარსკვლავურ წრეში აღნიშნა
ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ბრედლი კუპერთან და ვარსკვლავურ სტუმრებთან ერთად აღნიშნა.
100-ამდე ქართველი მუსიკოსი საპროტესტო აქციების ფონზე მანიფესტს ავრცელებს: "ხელოვნება თავისი არსით მუდამ იყო თავისუფლებისა და თვითგამოხატვის სიმბოლო, შესაბამისად, ხელოვნება შეუძლებელია იყოს ჩუმი და შეზღუდული... პროტესტს ვუცხადებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ვიფიცებით და უარს ვამბობთ ნებისმიერ სახელმწიფო ღონისძიებაში მონაწილეობაზე".
მანიფესტში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო ღონისძიებები ამჟამად არალეგიტიმური მთავრობის მიერ იმართება, შესაბამისად მნიშვნელოვანია, მუსიკოსებმა მონაწილეობა არ მიიღონ იმ ძალის მიერ დაორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც დღეს მოქალაქეებს სასტიკად უსწორდება.
მუსიკოსები თანხმდებიან, რომ ხელოვნების წარმომადგენლები საზოგადოებაში მხარდაჭერით სარგებლობენ, ამიტომაც ისინი ვალდებულები არიან პოზიცია დააფიქსირონ. ხელოვნება, ისევე როგორც სპორტი, მართლაც ის სფეროა, რომელიც ვერასდროს იქნება შორს პოლიტიკური და სამოქალაქო ცხოვრებისგან. ამიტომაც, ყველა იმ ადამიანის ხმა, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერასა და გულშემატკივრობას მუდამ გრძნობდა, ახლა ხალხის მხარეს უნდა იდგეს:
"ამ მოვლენების ფონზე, დღეს თვითგამოხატვაზე წინ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დგას, რომელიც აუცილებლად უნდა გასცდეს პროტესტს რუსთაველზე და გადაითარგმნოს საერთო გაფიცვაში".
ხელმომწერების სია განახლებადია. მანიფესტს ხელს აწერენ :