BALENCIAGA x ADIDAS ნეო-ფუტურისტული კოლაბორაცია - რა უნდა შევიძინოთ?
#მოდაბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გიგანტმა Adidas-მა დიდი ძალისხმევა მიმართა მაღალი მოდის ინდუსტრიაში შესასვლელად. გერმანული ბრენდი გაერთიანდა ისეთ მოდის სახლებთან, როგორებიც: Prada და Gucci არიან, რამდენიმე თვის წინ კი Adidas-მა კიდევ ერთ ძლევამოსილ ბრენდთან Balenciaga-სთან კოლაბორაცია დაანონსა New York Stock Exchange-ზე.