Giorgio Armani SS23: მშვიდი და ნატიფი ესთეტიკა
#მოდაძველი ბერძნების მსგავსად, რომლებიც ფიზიკურ სილამაზეს ზნეობრივი ღირებულებების სარკედ აღიქვამდნენ, ჯორჯო არმანიმ, შინაგან და გარეგან სამყაროსთან დამაკავშირებელი ოქროს ძაფი იპოვა და ახალი 2023 წლის კოლექცია, ამ აღმოჩენას მიუძღვნა. გუშინ, მილანის მოდის კვირეულზე გამართულ Giorgio Armani-ს ჩვენებას ჰქონდა ყველა ძვირფასი მახასიათებელი, მათ შორის იდეა, არსი და უნიკალური პრეზენტაცია, რომელიც სრულფასოვანი ჩვენების ხსენებაზე გვახსენდება.