Chanel Haute Couture SS 2024-ის ჩვენება შავ-თეთრი ფილმის ინსტალაციით დაიწყო, სადაც მთავარ როლში მსახიობ მარგარეტ კუელთან ერთად მოდის სახლის ლეგენდარული ღილიც გახლდათ. დიახ, ღილი, არ მოგესმათ. ტრენდები იცვლება, სამოსი იცვითება, უცვლელ აქსესუარად კი ღილი რჩება. აღსანიშნავია, რომ ჩვენებაზე მისულ სტუმრებს დახვდათ ჭერზე დაკიდებული უზარმაზარი ღილის ინსტალაცია ბრენდის ემბლემით.
თუკი, Schiaparelli-ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ძველისა და ახლის მიქსია, შანელის მოდის სახლის კოლექციაში უცვლელი ტვიდის ქსოვილისა და ტიულის სამოსის მიქსი ვიხილეთ. ვფიქრობ, არცერთი მაღალი მოდის ბრენდის სამოსი ისე არ უსვამს ხაზს ქალის ფემინურობასა და დახვეწილობას, როგორც შანელი. და ეს ესთეტიკა მუდმივად გასდევს ბრენდის კოლექციას, ვინც არ უნდა მოვიდეს მოდის სახლის კრეატიულ ხელმძღვანელობაში.
„ლილიენი“ თბილისის გულში დაფუძნებული ქართული მოდის ბრენდია, რომელიც ქალის სილამაზესა და თავდაჯერებულობას უნიკალურ კოლექციებში აერთიანებს. თითოეული დიზაინი ესკიზიდან იწყება და რეალობად, ფრთხილად შერჩეული ქსოვილებითა და ოსტატობით იქცევა.
სახლი, რომელშიც ემა რობერტსი ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრობდა ჰოლივუდ ჰილზე მდებარე თბილი და კომფორტული სივრცეა. მსახიობმა ეს ვინტაჟური ინტერიერითა და მყუდრო ატმოსფეროთი გამორჩეული სახლი 4.8 მილიონ დოლარად გაყიდა.