მოდა

გურამ გვასალიას THE TIMES-ის გახმაურებული ინტერვიუ: „ახლა ჩემი დროა“

გურამ გვასალიას THE TIMES-ის გახმაურებული ინტერვიუ: „ახლა ჩემი დროა“

მადონასა და Vetements-ის კოლაბორაციის დაანონსების შემდეგ, რომელიც მომღერლის მუსიკალური ტურნესთვის შექმნილ კოსტიუმებს ითვალისწინებს, The New York Times-ში, Vetements-ის კრეატიული დირექტორის და დემნა გვასალიას უმცროსი ძმის, გურამ გვასალიას ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც გამოსვლის წამიდან იქცა განხილვის საგნად. როგორც ჩანს, 37 წლის დიზაინერი  ცდილობს უფროსი ძმის ჩრდილიდან გამოვიდეს, გურამი არც იმის თქმას ერიდება, რომ მოდის სამყაროში ის შემდეგია.

მექსიკელმა ანტრეპრენერებმა კაქტუსის ფოთლებისგან ვეგანური ტყავი დაამზადეს

მექსიკელმა ანტრეპრენერებმა კაქტუსის ფოთლებისგან ვეგანური ტყავი დაამზადეს

თუკი ბოლო წლებში მიღებულ საუკეთესო ცხოვრებისუელ გაკვეთილზე გვსურს საუბარი, უდავოდ, უნდა აღვნიშნოთ ადამიანების სწრაფვა მეტად გაცნობიერებული, რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებისკენ, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენს გარემოზე, დედამიწაზე. მდგრადობა და ნებისმიერი ახალი წამოწყება, რომელიც ბუნებაზე მინიმალურ ეფექტს ახდენს, ყოველთვის ყურადღების ეპიცენტრში ექცევა. Desserto სწორედ ასეთი ინოვაციური მექსიკური ბრენდია, რომელიც კაქტუსისგან ვეგანურ ტყავს ქმნის.

ზაფხულის ყველაზე კომფორტული შლაპუნები #Shopping

ზაფხულის ყველაზე კომფორტული შლაპუნები #Shopping

არც ფლიპ-ფლოპები და მითუმეტეს არც „შლოპანცები“, ენათმეცნიერების ინსტიტუტის განცხადებით, ყველაზე პოპულარული საზაფხულო ფეხსაცმლის ზუსტი შესაწტყვისი შლაპუნაა და ჩვენს დიდი სიამოვნებით დავამკვიდრებთ ამ ტერმინს გავრცელებული ბარბარიზმის ნაცვლად.

Balenciaga Haute Couture პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე დაბრუნდა

Balenciaga Haute Couture პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე დაბრუნდა

რამდენიმე წუთის წინ, პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე, დემნა გვასალიამ, Balenciaga-სთვის შექმნილი, რიგით მე-3, Haute Couture კოლექცია წარადგინა. მაღალი მოდის კალენდარში ქართველმა დიზაინერმა და მოდის სახლის კრეატიულმა ხელმძღვანელმა Balenciaga 2 წლის წინ დააბრუნდა და მას შემდეგ, განახლებული შთაგონებითა და მოტივაციით, განსხვავებულ კოლექციებს გვთავაზობს.

ვერა ვანგის გზა დიდი პროფესიული წარუმატებლობიდან - საქორწილო კაბების იმპერიამდე

ვერა ვანგის გზა დიდი პროფესიული წარუმატებლობიდან - საქორწილო კაბების იმპერიამდე

უკვე ათწლეულებია, რაც A-list-ერების ყველაზე გამორჩეული სახეები თავიანთი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის, ვერა ვანგის საქორწილო კაბებზე აკეთებენ არჩევანს. ვიქტორია ბექჰემი, დები კარდაშიანები, მერაია ქერი, ჰეილი ბიბერი, არიანა გრანდე და ისეთი გამოგონილი პერსონაჟებიც, როგორებიც კერი ბრედშოუ და ბლერ ვალდორფი არიან, ერთხმად ირჩევდნენ Vera Wang-ის ზღაპრულ კაბებს.

Valentino მამაკაცის SS24-ის კოლექციით მშობლიურ ფესვებს - მილანის მოდის კვირეულს დაუბრუნდა

Valentino მამაკაცის SS24-ის კოლექციით მშობლიურ ფესვებს - მილანის მოდის კვირეულს დაუბრუნდა

1985 წელს ვალენტინო გარავანიმ მამაკაცის ტანსაცმლის ხაზის სადებიუტო კოლექცია, მილანში წარადგინა. ოცდათვრამეტი წლის შემდეგ, კრეატიული დირექტორი პიერპაოლო პიჩოლი პატივს მიაგებს ვალენტინოს მემკვიდრეობას არა მხოლოდ მილანში დაბრუნებით, არამედ მამაკაცის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას იმავე ადგილას - Università degli Studi di Milano Statale-ში წარდგენითაც.

Pull&Bear ექსტრემალური სპორტის ფესტივალი 2023-ის მეგობარია

Pull&Bear ექსტრემალური სპორტის ფესტივალი 2023-ის მეგობარია

3 ივნისს, დედაენის პარკში ექსტრემალური სპორტის ფესტივალი 2023 სლოგანით „სპორტი აერთიანებს“ ჩატარდა, რომელმაც შეძლო და სპორტული თავგადასავლისთვის ერთ სივრცეში თავი სხვადასხვა სქესის, ასაკის, ინტერესის, თუ გემოვნების ადამიანებს მოუყარა. მათთან ერთად დედაენის პარკში იყვნენ წარმოდგენილი ღონისძიების მეგობარი კომპანიებიც.

ფარელის სადებიუტო Louis Vuitton-ის კამპანია რიანას მონაწილეობით

ფარელის სადებიუტო Louis Vuitton-ის კამპანია რიანას მონაწილეობით

Louis Vuitton-ის მამაკაცის ტანსაცმლის ხაზის კრეატიული დირექტორის ამპლუაში დებიუტიდან რამდენიმე დღეში, ფარელი მოდის სახლის გაზაფხული/ზაფხული 2024 წლის კამპანიას აქვეყნებს, რომელშიც არც მეტი არც ნაკლები რიანა მონაწილეობს.

ანჯელინა ჯოლი Chloé-სთან კოლაბორაციით კაფსულა კოლექციას გამოუშვებს

ანჯელინა ჯოლი Chloé-სთან კოლაბორაციით კაფსულა კოლექციას გამოუშვებს

მოდის სამყაროში ახალი მიზნებზე ორიენტირებული ბრენდის Atelier Jolie-თ გამოჩენის შემდეგ, ანჯელინა ჯოლი პირველ კოლაბორაციას აანონსებს. როგორც ცნობილი გახდა, ახალი მოდის სახლი Chloé-ს გუნდთან კაფსულა კოლექციის შესაქმნელად ერთიანდება.

ჯორჯო არმანი საკუთარი ბრენდის 40 წლის იუბილეს მემუარის - Per Amore-ს გამოშვებით აღნიშნავს

ჯორჯო არმანი საკუთარი ბრენდის 40 წლის იუბილეს მემუარის - Per Amore-ს გამოშვებით აღნიშნავს

ჯორჯო არმანის მიერ საკუთარი სახელობის ბრენდის დაფუძნებიდან 40 წელი სრულდება, დიზაინერი და მისი ერთ-ერთი საუკეთესო შემოქმედება 4 ათწლეულს ახალი მემუარების Per Amore-ს გამოშვებით აღნიშნავენ, რომელიც ბრენდის ხანგრძლივი ისტორიიდან მოგონებებისა და უცნობი ამბების კრებულს წარმოადგენს.

ზევით