ჯეიკობ ელორდი: ჯენზის მეფე
Euphoria-მ მას ფართო აუდიტორიას გააცნო, მაგრამ დღეს ჯეიკობ ელორდი უკვე იმ მსახიობთა რიგშია, ვინც თანამედროვე ჰოლივუდის მიმართულებას განსაზღვრავს.
მაღალი მოდისა და ურბანული სტილის თამამი და ეკლექტიკური ნაზავი თითოეული ქალაქის მოდის იერსახეს განსაზღვრავს. სექტემბერი მოდის ფერია. შემოდგომის პირველ თვეს ნიუ-იორკს, მილანსა და პარიზს მსოფლიო მოდის მიმდევრები ეწვევიან. ამ დროს დიზაინერების ჩვენებებზე არანაკლებ საინტერესო და ყურადსაღები ინფლუენსერები, ცნობადი სახეები და მოდის მოყვარულები ხდებიან. თითოეული მათი გამოსვლა ქუჩაში ქუჩის მოდის ნამდვილი ზეიმია.
TheDiary-ს რედაქცია ქუჩის სტილის საუკეთესო მომენტებს გთავაზობთ მსოფლიოს მოდის დედაქალაქებიდან - ნიუ-იორკიდან მილანამდე.
NEW YORK-ის ქუჩის მოდის ტოპ 5 ლუქი:
1. ნიუ-იორკი მოდის კვირეულის სტუმარს Melitta Baumeister-ის ეკო ტყავის კაბა და Maison Margiela-ს ფეხსაცმელი აცვია
2. სტუმარს Melitta Baumeister-ის ქურთუკი აცვია