მილანის მოდის კვირეულმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოდის ჭეშმარიტი დედაქალაქია და დამსახურებულად იკავებს ტოპ ხუთეულში ადგილს. დიზაინერებმა კვირეულზე 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები წარმოადგინეს, სადაც თანამედროვე დიზაინებისა და მოდის სახლების მემკვიდრეობის თამამი ექსპერიმენტები ვიხილეთ. Prada-მ საკულტო, კლასიკური სტილის სიურრეალისტური გარდასახვა წარმოგვიდგინა. Fendi-იმ კი წელს ბრენდის 100 წელი იზეიმა და კოლექციაც ამ ხასიათს ატარებდა: გასული საუკუნის 20-იანი წლებით შთაგონებული სამოსი თანამედროვე და ამავდროულად ელეგანტური შტრიხებით. დიზაინერები მილანის მოდის კვირეულზე საკმაოდ თამამი იყვნენ, მათ ითამაშეს კონტრასტებით - მდიდრული ქსოვილები ქუჩის სამოსის სტილს მოარგეს, უხეში სილუეტები, დეკონსტრუქცია კი და ტრადიციულ ელეგანტურობას შეუხამეს.
ყველაზე მეტი აქცენტი გუჩის ტყავის ჩანთებზე იყო გაკეთებული. პოდიუმზე ვიხილეთ ლეგენდარული კოლექციის, Gucci Bamboo 1947-ის ოდნავ შეცვლილი და გათანამედროვებული მოდელები.
Moschino
მილანში, რა თქმა უნდა, Moschino-ს სახლის დიზაინერის, ადრიან აპიოლაზას კოლექციაც ვიხილეთ. "საერთო იდენტობები, რომლებიც სამოსის საშუალებით უკავშირდებიან ერთმანეთს" - ასეთია დიზაინერის მიერ კოლექციის აღწერა. კოლექცია კულტურებსა და სუბკულტურებს ეხმაურება, სადაც ჩაცმის სტილი ნათესაობის, ერთიანობის, მონათესავე სულების სიმბოლოა. ინდივიდუალიზმს, მოსკინოს კოლექტივიზმი უპირისპირდება. დიზაინერის თქმით, მოდას ამ კოლექციაში საერთო მენტალობა აქვს და სიმრავლეს სიძლიერის მნიშვნელობას ანიჭებს.
წყარო: Launchmetrics
MM6 Maison Margiela
წყარო: HIROKAZU OHARA
მეზონ მარჯიელას კოლექცია ზაფხულის მცხუნვარე მზის ამინდის შესაბამისია. სამოსისთვის შერჩეული ნაჭრების სიმსუბუქე ზაფხულის დღეებისთვის ზედგამოჭრილია. კოლექციაში ვიხილეთ ე.წ. დახეული ჯინსები, ჯაჭვის სამკაული, მოკლე კაბები, მსხვილი ქამრები და დიდი ზომის ქურთუკების სხვადასხვა ვარიაცია.
წყარო: HIROKAZU OHARA
Prada
Miuccia Prada-სა და Raf Simons-ის შექმნილი 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია ადამიანის არაპროგნოზირებად და ინდივიდუალიზმის მოყვარულ ბუნებაზეა. ჯერ არ დამდგარი კოსმოსური ხანის სათვალეები, განსხვავებული სილუეტები, მოკლე მაისურები, კოვბოის ჩექმები, სპორტული ტანსაცმელი და ბევრი ტყავი - კლასიკასთან შერწყმული სიურრეალიზმი, სწორედ ეს იზილა მილანის მოდის კვირეულზე დამსწრე საზოგადოებამ.
წყარო: Luca Bruno/AP
ყველაფერი ერთდროულად უცნაური და არაჩვეულებრივი იყო. დიზაინერების თქმით, კოლექცია იმ ადამიანებზეა, რომლებიც საზოგადოების მიერ შექმნილ ჩაცმის წესებსა და კანონებზე იმარჯვებენ და თავიანთი ცხოვრების მმართველები, სუპერგმირები ხდებიან.
"ჩვენ უსაზღვრო ინფორმაციის ერაში ვცხოვრობთ. ინტერნეტი ალგორითმების, ლოგიკისა და ინსტრუქციების სამყაროა, რომელშიც ყველაფერი დეტერმინირებულია. კაცობრიობა კი, ყველაფერი მსგავსის საპირისპიროა, ადამიანი არაპროგნოზირებადი, დეტერმინიზმზე ამხედრებული არსებაა. კოლექციაში კი ამ ორი განსხვავებული, დაპირისპირებული სამყაროს ჯახია წარმოდგენილი" - ვკითხულობთ შოუს შესახებ დიზაინერის ჩანაწერებში.
Versace
წყარო: Getty Images
"როცა ასეთი სიბნელეა გამეფებული სამყაროში, ამ კოლექციით მინდოდა სინათლის, ფერის, ოპტიმიზმისა და სიხარულის შემოტანა. ეს ყველაფერი ჩვენ ასე ძალიან ჯერ არასდროს დაგვჭირვებია" - დონატელა ვერსაჩეს ეს სიტყვები აქვს წანამძღვრად ვერსაჩეს კოლექციას, რომელიც მილანის მოდის კვირეულზე ვიხილეთ.
წყარი: Versace
მართლაც, კოლექცია ფერადი, საინტერესო პატერნებითა და სილუეტებით გამოირჩეოდა. წამყვანი ხაზი აბრეშუმის კაბები და ქვედაბოლოები იყო. ვიხილეთ დისკო კორსეტები და კაბები, ტყავის შორტები, შარვლები და პიჯაკები.
წყარი: Versace
Fendi
Fendi-ს სახლში 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ამ იუბილეს შესახსენებლად დიზაინერმა, კიმ ჯონსმა 2025 წლის სეზონური კოლექცია 1920-იან წლებს მიუძღვნა. შოუს ფონად საუნდტრეკში ჩაქსოვილი Silvia Venturini Fendi-სა და დედამისის საუბრები გასდევდა.
დიზაინერმა ოციანი წლების მოდისთვის დამახასიათებელი სილუეტები და სტილი თანამედროვეობასთან შესაბამისობაში მოიყვანა. ვიხილეთ გამოყვანილი ქვედაბოლოები, გამჭვირვალე ნაჭრები ნაქსოვი ელემენტებით. ეს კოლექცია Fendi Woman-ს მიეძღვნა, ყველა იმ ქალს, რომელსაც ფენდი ამ 100 წლის მანძილზე უტარებია.
Marni
ფრანჩესკო რისომ კვირეულზე მოდის ჩვენებაზე მეტი, ხელოვნების ნიმუში და სპექტაკლი წარმოგვიდგინა. ერთნაირი მაკიაჟითა და გამორჩეული წარბებით მოდელები სიზმრისეული ქალაქის მაცხოვრებლებს ჰგავდნენ. კოლექციას დიზაინერმა "Essential Beauty Routine" უწოდა. პოდიუმზე მოდელები კვადრატულ-ყელიანი კაბებით, ბუმბულებიანი ქვედაბოლოებით, დახვეწილი ქუდებითა და დაპრინტული პიჯაკებითა გამოჩნდნენ.
Max Mara
მაქს მარას კოლექცია ჰიპატია ალექსანდრიელის შთაგონებით შეიქმნა. ჰიპატია ქალის სიძლიერისა და ინტელექტის მაგალითია. ბერძენი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი და მასწავლებელი დიზაინერების ინსპირაციის წყარო 21-ე საუკუნეში გახდა.
კოლექციაში გეომეტრია, სიმეტრია და სიზუსტე ნაზ, სადა ფერებშია გადახლართული. სამოსი დახვეწილ და კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი, ფეხსაცმელები კი, ძველ საბერძნეთში, ჰიპატიას ეპოქაში მოგზაურობას მოგვანდომებს.
მეორე სეზონი ახალი თავგადასავლებით და საიდუმლოებითაა სავსე. მოინიშნეთ კალენდარში 6 აგვისტო, ოთხშაბათი. Nevermore-ის ახალი სემესტრი ქაოსით, ზებუნებრივი ძალებითა და ჩვეული შავ-ბნელი იუმორით გვიახლოვდება.
„თეთრი ლოტუსის“ მესამე სეზონში საქსონ რატლიფის პერსონაჟი თვალსაჩინო ტრანსფორმაციას გადის — ჩელსის და ბუდისტური ლიტერატურის დახმარებით, პრივილეგირებული nepo baby სულიერ ძიებას იწყებს.