დავით გიორგაძე - ქართველი მოდის ფოტოგრაფის ვარსკვლავური პორტფოლიო
#ფოტოამბავიქართველი ხელოვანი და ფოტოგრაფი, ბრიტანეთის მოდის საბჭოს ახალგაზრდა შემოქმედების სიაში ორგზის დასახელებული დავით გიორგაძე 2014 წლიდან ბერლინში მოღვაწეობს. დავითის შემოქმედებით პორტფოლიოს ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობა ამშვენებს, როგორებიცაა Burberry, Loewe, Mugler, Saint Laurent, Versace, ახალგაზრდა ფოტოგრაფის ფოტოები ხვდება დასავლური მედიის წამყვან გამოცემებში მათ შორის Vogue-ში, CR-ში, Dazed-სა თუ Hero-ში.