ტეილორ სვიფტი ალბომით THE LIFE OF A SHOWGIRL ახალ ერას იწყებს
14 გრემის მფლობელი ტეილორ სვიფტი თავის მე-12 სტუდიურ ალბომს გამოსცემს. The Life of a Showgirl ასე ქვია ალბომს, რომელიც 12 სიმღერას შეიცავს და საბრინა კარპენტერთან კოლაბორაციასაც მოიცავს.
30 წლის წინ, საქართველომ დამოუკიდებლობის დაბრუნებასთან ერთად, მცხეთობის დღესასწაულიც აღადგინა. 14 ოქტომბერი მთელ საქართველოში დასვენების დღედაა გამოცხადებული, ამ დღეს მართმადიდებლური ეკლესია სვეტიცხოვლობას საქართველოს მთავარ საპატრიარქო ტაძარში აღნიშნავს.
XI საუკუნეში აგებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის - სვეტიცხოველის - ისტორია საუკუნეებით ადრე, IV საუკუნეში იწყება, როდესაც გაქრისტიანებულმა მირიან მეფემ პირველი ხის ეკლესია ააშენა, მართალია ეს ეკლესია მალევე განადგურდა, თუმცა V საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს ამ ადგილას ბაზილიკა აშენდა, რომელიც უკვე მოგვიანებით ტაძრით ჩაანაცვლეს.
როგორი იყო საუკუნეების წინანდელი სვეტიცხოველი და მცხეთის ქუჩები და როგორ აღნიშნავდნენ ამ დღესასწაულს მაცხოვრებლები ამ ფაქტების შესახებ ფოტოარქივი საქართველოს ეროვნულ გალერიაში ინახება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული არქივი უახლოეს მომავალში სვეტიცხოველში ექსპედიციას გეგმავს, რის შემდეგაც აქამდე არსებული მდიდარი საარქივო დოკუმენტები ახალი ვიზუალური მასალით შეივსება.