„აი ია ყვავილია“: შალვა ნიკვაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა საქართველოში
ღონისძიება, რომელიც აუცილებლად უნდა მოინიშნოთ: The Why Not Gallery 18 სექტემბერიდან ხელოვან შალვა ნიკვაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას „აი ია ყვავილიას“ მასპინძლობს. პროფესიით მოდის დიზაინერი შალვა ნიკვაშვილი წარმოგვიდგენს გამოფენას, რომელშიც კოსტუმი და ზოგადად პერფორმატიულობა წამყვანი როლს თამაშობს, როგორც კამუფლაჟი, საკუთარი თავის დასაცავად, საკუთარ ტრავმებში ჩასაღრმავებლად.