კულტურა

Cruel Intentions მალე სერიალის სახით დაგვიბრუნდება

Cruel Intentions მალე სერიალის სახით დაგვიბრუნდება

გასულ უიქენდზე ცნობილი გახდა, რომ ეკრანებზე, სულ მალე 1999 წელს გამოშვებული საკულტო ფილმის Cruel Intentions-ის სატელევიზიო რებუთს ვიხილავთ, პროექტის განხორციელება საკუთარ თავზე IMDb TV-მ აიღო. კორელოს დე ლაქტოსის ბესთსელერად ქცეული წიგნის Les Liaisons Dangereuses-ის კინოადაპტაცია

ოქტომბრის 10 კინოპრემიერა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

ოქტომბრის 10 კინოპრემიერა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მოყვარულები დღეებს ითვლიან, რათა ეკრანებზე 1965 წელს ფრენკ ჰერბერტის საკულტო წიგნის Dune-ს ნანატრი კინოადაპტაცია იხილონ, ტიმოთი შალამესა და ზენდაიას მონაწილეობით.

SQUID GAME: NETFLIX-ის მორიგი პოპულარული სერიალი

SQUID GAME: NETFLIX-ის მორიგი პოპულარული სერიალი

სულ რაღაც 11 დღე გავიდა, მას შემდეგ, რაც საკაბელო ტელევიზია Netflix-მა ახალი სამხრეთკორეული სერიალის Squid Game-ის პირველი სეზონი წარადგინა და თამამად შეიძლება განვაცხადოთ, რომ ის მსოფლიოს უკვე იპყრობს. სოციალური ექსპერიმენტი და თამაში, რომელშიც მონაწილეებს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ - Squid Game დამაინტრიგებელი სიუჟეტით მილიონობით ადამიანი უკვე ჩაითრია და კიდევ ერთხელ მისცა იმის საშუალება, სერიალი ერთი ამოსუნთქვით ენახა.

„მოუთვინიერებელი წიგნების გამოფენა“ – აკრძალული წიგნების კვირეული

„მოუთვინიერებელი წიგნების გამოფენა“ – აკრძალული წიგნების კვირეული

ღონისძიება, რომელიც წიგნების მოყვარულებმა ამ კვირის განმავლობაში არ უნდა გამოტოვონ: 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, გამომცემლობა „ინტელექტის“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ ორგანიზებით, „ლიტერატურის მუზეუმში“ „მოუთვინიერებელი წიგნების გამოფენა“ გაიმართება.

აუცილებლად საკითხავი 10 წიგნი აფხაზეთზე

აუცილებლად საკითხავი 10 წიგნი აფხაზეთზე

სოხუმის დაცემის დღიდან 28 წელი გავიდა, ათწლეულებმა განვლო და ჩვენი ქვეყანა დღემდე რჩება უთავო მხედრად, რომელიც დანაკლისს წამითაც არ ეპუება და დაკარგული ნაწილის დაბრუნებას მთელი ძალით ცდილობს. ილია ჭავჭავაძის თქმისა არ იყოს, ერის დაცემა და გათახსირება ხომ მაშინ იწყება, როდესაც ერი თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს, ჩვენ კი დავიწყების უფლება არ გვაქვს, არც ახლა და არც მომავალში.

თამარ დე ლემპიკა - ქალთა ემანსიპაციის ნამდვილი სიმბოლო

თამარ დე ლემპიკა - ქალთა ემანსიპაციის ნამდვილი სიმბოლო

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უძლიერესი არტისტი იმ გარდამავალი ეპოქის შვილია, სადაც ფუნქციონალიზმი ფანტაზიას შეერწყა, ხოლო სოციალური სტრუქტურები უტოპიად იქცა. კლასიკოსი მხატვრების მიმდევარმა, რენესანსის ხატვის სტილით აღფრთოვანებულმა გააერთიანა პორტრეტის ტრადიციული ტექნიკა, ფოტოგრაფიული განათება, გასული საუკუნის დასაწყისი ბოჰემური ცხოვრება და დიდი ქალაქების არქიტექტურა. რა გამოვიდა? თანამედროვე გენიალურობა, თუ კი მსგავსი სიტყვათა წყობა ლინგვისტიკურ ტიპოლოგიაში უხეშ დარღვევად არ ჩაითვლება.

20 ფილმი, რომელიც საუკეთესო საშემოდგომო განწყობას შეგიქმნით

20 ფილმი, რომელიც საუკეთესო საშემოდგომო განწყობას შეგიქმნით

შემოდგომის მაგიას ვერავინ უარყოფს, ამ სეზონს აქვს რაღაც ჯადოსნური, რომელიც ყველას რაღაც ახლის დაწყებასა და რაღაცის დასასრულს ერთდროულად გვამცნობს, რაც ყველაზე კარგად კინემატოგრაფიაში აისახება და ალბათ სწორედ ეს გახლავთ იმის მთავარი საბაბი, რომ ამ სეზონის ფილმები განსაკუთრებულად გვიყვარს.

ეკატერინე გორგოძემ წყვილთა თანრიგში ვალენსიას ტურნირი მოიგო

ეკატერინე გორგოძემ წყვილთა თანრიგში ვალენსიას ტურნირი მოიგო

29 წლის ეკატერინე გორგოძემ, წყვილთა თანრიგში, ზედიზედ, მეორე ტურნირი მოიგო. 19 სექტემბერს ქართველი ჩოგბურთელი ბელგიელ მეწყვილე ისალინ ბონავენტურესთან ერთად, წყვილთა თანრიგში, ვალენსიას საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონად მოგვევლინა.

Emmy 2021: დაჯილდოების ტრიუმფატორები და გამარჯვებულები

Emmy 2021: დაჯილდოების ტრიუმფატორები და გამარჯვებულები

ამერიკული სატელევიზიო პრემიის, Emmy-ს რიგით 73-ე დაჯილდოების მთავარ ნომინანტებს შორის, ჩვენი გადამრჩენელი სერიალებისა და მსახიობების ამოკითხვა 2 თვის წინ შევძელით და მათი გულშემატკივრები გასულ ღამესაც ვიყავით. წელს, ნომინაციების რაოდენობით (24 ნომინაციით) ისტორიული დრამა The Crown და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალი The Mandalorian ლიდერობდნენ, თუმცა, გამარჯვება The Crown-მა და The Queen's Gambit-მა მოიპოვეს.

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სასამართლოში უჩივის

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სასამართლოში უჩივის

ჭადრაკის ქართველი ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ საკაბელო ტელევიზია Netflix-ს სასამართლოში, სენსაციად ქცეული მინისერიალის The Queens Gambit-ში გაჟღერებული სექსისტური დეზინფორმაციის გამო უჩივის.

ზევით