ყველა დროის ყველაზე მოდური მიუზიკლები
#კინომას შემდეგ, რაც კინემატოგრაფიის შექმნასთან ერთად, მიუზიკლმა სცენიდან ეკრანზე გადაინაცვლა, ეს ჟანრი პოპულარობას არ კარგავს. მუსიკალურ ფილმებს მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს და ამის საბაბი ნათელია...
მას შემდეგ, რაც კინემატოგრაფიის შექმნასთან ერთად, მიუზიკლმა სცენიდან ეკრანზე გადაინაცვლა, ეს ჟანრი პოპულარობას არ კარგავს. მუსიკალურ ფილმებს მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს და ამის საბაბი ნათელია...
Nocturnal Animals ორჯაჭვიანი თხრობის ნარატივით გამორჩეული ფილმია, რომელშიც ერთმანეთის პარალელურად მიმდინარე ორი ისტორია თანაბარ ინტერესს მოიპოვებს მაყურებლისგან. რეალურსა და გამოგონილ ისტორიებს შორის ზღვარი იმდენად მცირეა, რომ ისინი თანაბარი სიმძლავრით შემოიჭრებიან ჩვენს გონებაში და ფილმის მსვლელობის არც ერთი წუთს ინტრიგის გარეშე არ გვტოვებენ, მათ შორის არც ფინალურ სცენაში.
ანა ლეოვი ახალგაზრდა მექსიკელი მხატვარია, რომელიც ბოლო წლებია გუაშით და აკრილით ნამდვილ ჯადოსნობებს ქმნის. მექსიკური კულტურის გავლენით, მშობლიური ქვეყნის ენერგეტიკისა და ფერების შთაგონებით, მისი ნამუშევრები მრავალფეროვნების სადარაჯოზე დგანან.
Covid-ით გამოწვეული 2-წლიანი შეფერხების შემდეგ, კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, ტრადიციად ქცეულ მაისის თვეს 75-ე საიუბილეო ფესტივალით დაუბრუნდა. გუშინ, 17 მაისს, საფრანგეთის რივიერას დიდი შეკრება დაიწყო - კანში კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა...
1888 წელს ვინსენტ ვან გოგმა პარიზის ხმაურიანი ღამეები, საფრანგეთის სოფელში გამეფებულ სიმშვიდეში გაცვალა.იქ, არლში, ჰოლანდიელი მხატვარი შემოქმედებითად აყვავდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. ვინსენტ ვან გოგმა შექმნა 200 ჩანახატი და 100-ზე მეტი ნახატი
იტალიის ქალაქ ტურინში მიმდინარე, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის, „ევროვიზია“ 2022-ის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra გახდა. ჯგუფმა საერთაშორისო ჟიურისგან და მაყურებლებისგან რეკორდული 631 ქულა მოიპოვა და ამ დიდი გამარჯვებით, 2023 წლის საერთაშორისო კონკურსის ლოკაციად უკრაინა მონიშნა.
ოლგა ტოკარჩუკისა და იოანა კონცეხოს „გზააბნეული სული“ ბედნიერების მომტან მედიტაციას ჰგავს, რომელშიც დაკარგული სულის საძებრად წასულ მამაკაცს მივყვებით კვალდაკვალ და მასთან ერთად საკუთარ სიმშვიდესაც ვპოულობთ.
დღეს, „ევროვიზიის“ მეორე ნახევარფინალის მეტი ენთუზიაზმით ვხვდებით, რადგან სწორედ დღეს მე-5 ნომრად ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენლების Circus Mircus-ის გამოსვლას ვიხილავთ.
პარასკევს, 13 მაისს, ყველა გეგმა გადადეთ და ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალ DECODER-თან შესახვედრად მოემზადეთ. გაზაფხულის პირველ სერიას ყველაზე ხმაურიანი და ამაღელვებელი ფესტივალი SPACEHALL KUSTBA-ს ღია სივრცეში უმასპინძლებს.
10 მაისიდან, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, „ქოლგა თბილისი ფოტო 2022" -ის ფარგლებში, ხელოვან სანდრო სულაბერიძის გამოფენას „გარე თვალით დამკვირვებელი“ მასპინძლობს.