2 კვირაზე ნაკლები რჩება „ბლექ სი არენაზე“ ფრანგული დისკო-პოპ ბენდის L'Impératrice-ის მიერ მოწყობილ მუსიკალურ თავგადასავლამდე და ჩვენც ერთი სული გვაქვს როდის გავხდებით ამ დიდი მოგზაურობის ნაწილი. არსებობის ხანმოკლე, თუმცა ჯადოსნურ პერიოდში, მსოფლიო დონის ვარსკვლავების თანხლებით, „ბლექ სი არენამ“ არა ერთხელ მოახერხა ჩვენი გაოცება, დადებითი ემოციებით დამუხტვა და აღფრთოვანება, თუმცა ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა 15 აგვისტოს ახალი საკონცერტო გამოცდილებებით გვიბრუნდება.
ფოტო: @tonifrancois
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება L'Impératrice-ის კონცერტის ლოკაციას შეეხება. 15 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ შეკრებილი მსმენელი არა უშუალოდ არენის სცენაზე , არამედ მის ეზოში, Front Stage-ზე გამართული გრანდიოზული დღესასწაულის მონაწილე გახდება. ერთი შეხედვით კონცერტის ლოკაციის ეს მცირე ცვლილება, თანამედროვე დისკოსა და ფრანგული პოპის შერწყმის ჰანგების ტკბობის საშუალებას მოგვცემს. მეტი საცეკვაო ადგილი ხომ ავტომატურად ნიშნავს მეტ ბედნიერ მოგონებას?
ფოტო: @tonifrancois
15 აგვისტოს კონცერტის ორგანიზატორებმა, ამჯერადაც გაითვალისწინეს მსმენელისთვის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებების მობილიზება. ამ მოვალეობას თავს, ტრადიციულად, Bene Exclusive • ბენე ექსკლუზივი გაართმევს, ავტობუსები თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან გაემართებიან შეკვეთილისკენ. ავტობუსის ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ფოტო: @tonifrancois
ავტობუსების გარდა, 15 აგვისტოს, თბილისი-ბათუმის მიმართულებით, დამატებითი მატარებელიც დაინიშნება, რომელიც „ბლექ სი არენის“ ბაქანზე გაჩერდება. აღსანიშნავია, რომ ბაქანი საკონცერტო დარბაზთან ძალიან ახლოს მდებარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ შეკვეთილს სხვა ზღვისპირა კურორტებისგან რამდენიმე წუთი აშორებს, L'Impératrice-ის კონცერტზე ჩასულ მსმენელს თავისუფლად შეუძლია არჩევანი უშუალოდ შეკვეთილის მრავალფეროვან სასტუმროებზე გააკეთოს და ფრანგული დისკო-პოპ ბენდის საქართველოში ვიზიტი საკუთარი მოგზაურობის ნაწილად აქციოს.
ფოტო: @tonifrancois
არ გამოტოვოთ აგვისტოს თვის მთავარი მუსიკალური ღონისძიება, მოასწარით და შეიძინეთ L'Impératrice-ის ბილეთები www.bsa.ge-ზე, კონცერტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის თვალი ადევნეთ „ბლექ სი არენის“ საკომუნიკაციო არხებს, პარიზული ნუ-დისკო ბენდის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად კი დაელოდეთ thediary.ge-ს სტატიას.
მეორე სეზონი ახალი თავგადასავლებით და საიდუმლოებითაა სავსე. მოინიშნეთ კალენდარში 6 აგვისტო, ოთხშაბათი. Nevermore-ის ახალი სემესტრი ქაოსით, ზებუნებრივი ძალებითა და ჩვეული შავ-ბნელი იუმორით გვიახლოვდება.
„თეთრი ლოტუსის“ მესამე სეზონში საქსონ რატლიფის პერსონაჟი თვალსაჩინო ტრანსფორმაციას გადის — ჩელსის და ბუდისტური ლიტერატურის დახმარებით, პრივილეგირებული nepo baby სულიერ ძიებას იწყებს.