რას მოიცავს ევროკავშირის შეზღუდვა რეტინოლზე?
#ჯანმრთელობაA ვიტამინის გადაჭარბებულმა მიღებამ შესაძლებელია ჰიპერვიტამინოზი გამოიწვიოს, რაც ღვიძლის დაზიანების და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს.
A ვიტამინის გადაჭარბებულმა მიღებამ შესაძლებელია ჰიპერვიტამინოზი გამოიწვიოს, რაც ღვიძლის დაზიანების და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს.
კრისტიან ლუბუტენს საკუთარი სასტუმროს აშენება დიდი ხნის ოცნება იყო, რომელიც პორტუგალიელი არქიტექტორის მადალენა კაიაროსა და ინტერიერის დიზაინერის კაროლინა ირვინგის დახმარებით რეალობად აქცია.
ევროპელი დიზაინერები და პოლიტიკოსები სწრაფი მოდის წინააღმდეგ ერთიანდებიან და ცდილობენ დედამიწა ამ მავნებელი ინდუსტრიისგან იხსნან. როგორ შეიძლება ტანსაცმლის ბრენდმა გარემოსა და ადამიანს ზიანი მიაყენოს? ამ კითხვას პასუხს მარტივად გავცემთ, თუ ვნახავთ რა გზით ახერხებენ სწრაფი მოდის დიდი კომპანიები მილიონობით ახალი ტანსაცმლის რეკორდულად მცირე დროში დამზადებას.
წარმატებული პრემიერების შემდეგ, მარგო რობისა და სტილისტის კოლაბორაციით, ბარბის მოყვარულებისთვის კიდევ ერთი საინტერესო სიახლე იგეგმება. 8 მარტს, ოსკარების დაჯილდოებამდე რამდენიმე დღით ადრე, წიგნის მაღაზიების თაროებზე ბარბის მსოფლიო ტურის ფოტო კრებული გამოჩნდება. წიგნში ენდრიუ მუკამალის კურატორობით, მარგოსთან კოლაბორაციით, ბარბის ინსპირაციით შექმნილი ლუქები იქნება წარმოდგენილი.
ტომი ჰილფიგერისა და ჯო ლამასტრას მიერ დაარსებული Hilfiger Ventures, ციფრული თამაშების გლობალურ გამომცემელ, Tilting Point-თან ერთიანდება და საინტერესო პროექტს წარმოგვიდგენს. FashionVerse ხელოვნური ინტელექტის უახლესი ტექნოლოგიის დახმარებით შექმნილი თამაშია, რომელმაც მსოფლიო საზოგადოების ყურადღება უკვე მიიპყრო.
პატ მაკგრათის ფაიფურის თოჯინას მსგავსმა Make-up ლუქებმა სოციალურ მედიის ყველა პლატფორმა და ასობით Make-up ინფლუენსერის გვერდი მოიარა, რომლებიც მაგრათის ჯადოსნობით შექმნილი ლუქების გაცოცხლებას ცდილობდნენ. ლეგენდარული Make-up არტისტის ნამუშევრები ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთ კვალს ტოვებს მაყურებელზე. The Diary-ის სტატიაში კი ამჯერად პატ მაკგრათის მიერ შექმნილ 5 გამორჩეულ ლუქს წარმოგიდგენთ.
არიზის მოდის კვირეულზე, Coperni-ის ჩვენებაზე ჩანთა ლეონ დეიმმა წარადგინა. მთავარი დეტალი, რომელიც ჩანთას უცნაურსა და საინტერესოს ხდის, მისი შემადგენლობა და დამზადების ტექნიკაა, რომელიც ბრენდმა ხალხს ინსტაგრამ პოსტით თავად გაანდო.
სახლი ის ადგილია, რომელიც სიმყუდროვესა და სიმშვიდესთან უნდა ასოცირდებოდეს. სწორედ ამაზე დაყრდნობით იწყებს მუშაობას ინტერიერის დიზაინერიც და ცდილობს, ვიზუალურ მხარეზე ზრუნვასთან ერთად, კომპოზიციის ფუნქციურად განაწილებაზეც იფიქროს. ეს ყოველივე გამოწვევაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე პატარა სივრცის მოწყობასთან გვაქვს. ამჯერად The Diary მცირე ზომის სივრცის მოსაწყობად საჭირო რამდენიმე ხრიკს გაგიზიარებთ.
ნიშური პარფიუმერიის გერმანულმა სახლმა ბროწეულისფერს ახალი განზომილება შესძინა და სუნამოების მოყვარულებს სერგო ფარაჯანოვის კინემატოგრაფიული შედევრის, ,,ბროწეულის ფერის“, ინსპირაციით შექმნილ სურნელს სთავაზობს.
გაზაფხულის სეზონი ყოველთვის სიურპრიზებით გამოირჩევა. ხანდახან გვიჭირს განვსაზღვროთ, რა ჩავიცვათ, რადგან დღის განმავლობაში ამინდი ხშირად იცვლება. The Diary-ის რედაქცია ამჯერად გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის მოსამზადებლად რამდენიმე ხრიკს გაგიზიარებთ.