Victoria Beckham-ისთვის ეს სეზონი გარდამტეხი ეტაპია - ის ხელახლა განსაზღვრავს ჩაცმის ტრადიციას, თუმცა ბრენდის ესთეტიკას არ ღალატობს. 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელიც პარიზში წარადგინეს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის დამოკიდებულებას თარგისა და კერვის ხარისხისადმი.
ვიქტორია ბექჰემი იმ ფორმებისა და თარგის ერთგულია, რომლებიც ქალს მეტ თავდაჯერებულობას ანიჭებს. თუმცა, კერვის სტილი მკვეთრად შეიცვალა - ზედმეტად ფართო ფორმების ნაცვლად ბრენდი უფრო ფემინურ და მოხდენილ სილუეტებზე აკეთებს აქცენტს. კოლექციაში გამიზნულად გათვლილი დეტალები ჩანს, რომლებიც ჩაცმის სტილის ქვეცნობიერს ასახავს.
რბილი ქსოვილები, აბრეშუმის ნაზი ფაქტურა და ფუმფულა ტექსტურები ახალ ინტერპრეტაციას იძენს სხეულზე მომდგარ სილუეტებში. ტრადიციული მასალები, როგორიცაა ნაქსოვი და ხალათის რბილი ტექსტურა, სრულიად ახალ ხედვას იღებს.
კოლექციაში დახვეწილი აბრეშუმის საღამოს კაბები ენაცვლება ფუნქციურ, მკაცრ მოსასხამებს, რაც ხაზს უსვამს იმ იდეას, რომ კომფორტი და ელეგანტურობა შეიძლება თანაარსებობდეს.
მატილდა გვარლიანი
მოდელები თავდაჯერებული მანერით მოაბიჯებდნენ პარიზული ინდუსტრიული შენობის ფონზე. მათ შორის ჩვენი საამაყო მატილდა გვარლიანიც გამოჩნდა, რომელმაც სრულად დაიპყრო მსოფლიო პოდიუმი. ვიქტორია ბექჰემის მოდელებს ემოსათ მინიმალისტური კოსტიუმები მაღალწელიან წინდებთან, ასევე ვიხილეთ აბრეშუმის ფემინური კაბები და დიდი ზომის ტრენჩები - მათი ერთად გამოჩენა კი დახვეწილი, ავთენტური ვიზუალის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
აქსესუარები ისეთივე შთამბეჭდავი იყო როგორც სამოსი – მასიური, გამოკვეთილი სათვალეები, დიდი ზომის ჩანთები და Victoria Beckham Beauty-ის სუნამოს ბოთლებისგან შთაგონებული ტყავის ქამრები, რომლებიც ცნობილ ნივთებს სრულიად ახალ ინტერპრეტაციას აძლევდა.
დრამატული ფინალის შემდეგ, ვიქტორია ბექჰემი სცენაზე გამოვიდა და კოცნა გაუგზავნა აუდიტორიას. ეს კოლექცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მის პარიზულ თავგადასავალში. 2022 წლიდან, როცა კოლექციების ჩვენება პარიზში გადაიტანა, მან საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ისეთი გავლენიანი მოდის სახლების გვერდით, როგორიცაა Dior, Chanel, Hermès, Louis Vuitton და Saint Laurent.
პარიზის მოდის კვირეული 11 მარტამდე გაგრძელდება, ხოლო ამ გამორჩეულად თამამი და ღრმად პერსონალური კოლექციით Victoria Beckham კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის მუდმივად ვითარდება როგორც დიზაინერი, რომელიც მემკვიდრეობასა და თანამედროვეობას უნაკლოდ აკავშირებს.
The Devil Wears Prada 2–ის გადაღებები ნიუ-იორკის მუზეუმში მიმდინარეობს, სადაც გამოგონილი Met Gala-ს სცენაში მერილ სტრიპი, სიმონ ეშლი და სტენლი ტუჩი მაღალი მოდის კოსტიუმებში გვევლინებიან. კოსტიუმების ავტორი პატრიშა ფილდის მემკვიდრე მოლი როჯერსია.
ზაფხულის ცხელი დღეებისთვის სადილსა და ვახშამზე სალათა საუკეთესო არჩევანია. თუ კლასიკური რეცეპტები მოგბეზრდათ, ჩვენი საზაფხულო რეცეპტებით შეგიძლიათ მოამზადოთ მსუბუქი კერძი.
თბილისი მდიდარია ისეთი ადგილებით, სადაც დღის ცხელ საათებში თავშესაფარს იპოვით, ხოლო საღამოს, ღია სივრცეში, გემრიელი კერძებისა და მუსიკის თანხლებით დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. ტერასები, ეზოები და სიმწვანეში ჩაფლული კაფე-რესტორნები ნამდვილად არ აკლია ჩვენს ქალაქს. The Diary-ს რედაქციამ სწორედ ასეთი 12 ადგილი შეარჩია თქვენთვის.