„Kotesi“ მხოლოდ ბრენდი არ არის – ის არის ცხოვრების სტილი, თვითგამოხატვის ფორმა და თავდაჯერებულობის სიმბოლო. თითოეული ქალი უნიკალურია და სწორედ, ამ უნიკალურობის ხაზგასმაა ბრენდის მთავარი მიზანი.
„Kotesi“-ს გუნდი ქმნის აქსესუარებს, რომლებიც არა მხოლოდ სტილს, არამედ ინდივიდუალურობასაც უსვამს ხაზს. ყოველი ნივთი სიყვარულითა და ყურადღებით იქმნება, რათა ის იყოს თქვენი ყოველდღიური შთაგონების ნაწილი, აგავსოთ თავდაჯერებულობითა და დაგეხმაროთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის აღმოჩენაში.
Kotesi-ს უნიკალური აქსესუარი - სამაჯური SPF 30 ბალმითა და სარკით
„Kotesi“-ს კოლექციები გემოვნებიანი და მრავალფეროვანია, რათა თითოეულმა ქალმა შეძლოს ისეთი აქსესუარის პოვნა, რომელიც მის ხასიათსა თუ სტილს საუკეთესოდ ასახავს.
ბრენდის მთავარი სიმბოლო მზეა. რატომ მზე? რადგან ის ძალის, ენერგიისა და შინაგანი ბრწყინვალების განსახიერებაა. სწორედ ამ თვისებების გაღვიძებას ცდილობს „Kotesi“ თითოეულ ქალში.
ყელსაბამი SPF 30 ბალმითა და სარკით
„Kotesi“-სთვის აქსესუარი მხოლოდ დეტალი არ არის – ეს არის სტილისა და ხასიათის გაგრძელება. იქნება ეს ელეგანტური სამაჯური, დახვეწილი ყელსაბამი თუ კლასიკური ქამარი - თითოეული ნივთი ყოველდღიურ ჩაცმულობას გამორჩეულ ელფერს სძენს.
„აედევნე მზეს, ატარე სტილი“ – ამ სიტყვებში ბრენდის ფილოსოფიაა მოქცეული.
მიუხედავად იმისა, რომ „Kotesi“ ქართულ ბაზარზე სულ ახლახანს გამოჩნდა, მან უკვე მიიპყრო მათი ყურადღება, ვისთვისაც ხარისხი და განსხვავებული დიზაინი მნიშვნელოვანია.
„Kotesi“ აგრძელებს განვითარებას და რჩება მაღალი ხარისხისა და დახვეწილი დიზაინის ერთგული. ის ეხმარება ქალბატონებს, განსაკუთრებული აქსესუარების მეშვეობით პირადი, უნიკალური სტილი შექმნან.
საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მასშტაბური კანონმდებლობა მიიღო სწრაფი მოდის წინააღმდეგ. ახალი კანონი ითვალისწინებს გადასახადებს და კრძალავს სწრაფი მოდის ბრენდების პოპულარიზაციას სოციალურ ქსელებსა თუ მედია პლატფორმებზე.
რა ჯობია ცხელი ზაფხულის დღეს ცივ, ნატურალურ ლიმონათს? დღეს, The Diary გთავაზობთ გამაგრილებელი სასმელების რეცეპტებს, რომლებიც თქვენი ზაფხულის მენიუს გაახალისებს.
ბუნებაში ჩაფლულ ბაკურიანი ინნ-სა და ისტორიული ძეგლებით გარშემორტყმულ ახალციხე ინნ-ში ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. Inn Hospitality მზადაა ცხელი სეზონისთვის და სტუმრებს გამორჩეულ, ჯანსაღ და კომფორტულ დასვენებას ჰპირდება.