ისტორიაში მეორედ - ოქროს პალმის რტოს მფლობელი ქალი რეჟისორი გახდა
#კულტურაკანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი - ოქროს პალმის რტო, ფრანგი რეჟისორის ჯული დიუკორნოს ფილმმა "ტიტანმა" დაიმსახურა და ისტორიაში ჩაიწერა, როგორც კინოფესტივალის 74-წლიან ისტორიაში მეორე ქალი რეჟისორი, 1993 წელს ჯეინ კემპიონის შემდეგ, რომელმაც ამ კატეგორიაში გამარჯვება შეძლო.