RALPH LAUREN-ის 2027 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია
Ralph Lauren-მა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე 2027 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია წარადგინა, რომელშიც ამერიკული კლასიკა, რომანტიკული საღამოს სამოსი და ჯინსი გააერთიანა.
კორონავირუსის მსოფლიო პანდემია და TikTok-ის პლატფორმის უსაზღვრო პოპულარობა რომ ურთიერთდაკავშირებულ მოვლენებად იქცნენ, ეს ყველას კარგად მოგვეხსენება. უსაქმოდ ყოფნით დაწყებულმა გართობამ, დღეს იმ შედეგებამდე მიგვიყვანა, რომ პლატფორმა ჩვენი ყოველდღიურობის განმსაზღვრელი გახდა.
სოციალურ ქსელში ნელნელა დამკვიდრდა ტერმინი TikTok ტრენდი და უნდა აღინიშნოს, რომ არაფერი ყოფილა იმაზე სწრაფად გაყიდვადი, ვიდრე სიმღერებსა და ტექსტებში შეფუთული ტენდენციები.
დღეს, TikTok-ის კიდევ ერთ ტრენდზე უნდა გიამბოთ, Wolf Cut ვარცხნილობა პლატფორმაზე, mulletsi-სა და scene cuts-ის შემდეგ გამოჩნდა და წინამორბედებზე ბევრად დიდი პოპულარობით სარგებლობს. Wolf Cut-ის მთავარი ხიბლი, არეული ჭრილები და ერთდროულად რამდენიმე სტილის ერთად გაერთიანებაა და ის ზაფხულის ყველაზე მოთხოვნად ვარცხნილობად ითვლება.