ამალფის ჯადოსნური სანაპირო
#მოგზაურობაამალფის სანაპირო და ქალაქი პოზიტანო, ფერების ერთგვარი ცოცხალი ფესტივალია და ჩემი აღფრთოვანების 40 კილომეტრია. თუკი დედამიწაზე რაიმე სახის ფერი არსებობს, პოზიტანოს არქიტექტურაში აქტიურადაა ჩართული.
ამალფის სანაპირო და ქალაქი პოზიტანო, ფერების ერთგვარი ცოცხალი ფესტივალია და ჩემი აღფრთოვანების 40 კილომეტრია. თუკი დედამიწაზე რაიმე სახის ფერი არსებობს, პოზიტანოს არქიტექტურაში აქტიურადაა ჩართული.
„მოდა ხელოვნება არ არის” - წერდა Valentino-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი პიერპალო პიჩოლი Valentino Des Ateliers-ის შოუში, თუმცა მოდის სახლის Haute Couture ჩვენების ხილვის შემდეგ, რომელიც ვენეციის სახელოვნებო ბიენალეს სახლში გაიმართა, ვრწმუნდებით, რომ პიერპალო პიჩოლის ეს ფრაზა, სხვა არაფერია, თუ არა სატირა.
ჯანი ვერსაჩემ თანამედროვე მოდას ნათელი ფერები, სექსუალურობა, ინდივიდუალურობა და როკ-ენ-როლი შემატა. 1970-იან წლებში, მოდის სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმისას, ჯანიმ ზუსტად იცოდა როგორ უნდა შეეცვალა ქალების გარშემო გაჩენილი სტერეოტიპები. ჯანის ღრმად სწამდა, რომ ტანსაცმლის დიზაინერის მთავარი მოვალეობა - წესების დარღვევა და ბარიერების გადალახვა იყო.
სასექსის ჰერცოგინია გაჩერებას არ აპირებს, საბავშვო წიგნის გამოშვების შემდეგ მეგან მარკლი ბედს კინოსამყაროში ცდის და ყოფილი მსახიობი ამჯერად ანიმაციური სერიალის პროდიუსერად მოგვევლინება. სიახლე, Archewell-ის პრეს სამსახურმა გაავრცელა და მეგანის ცხოვრებაში ახალი როლის შესახებ დამატებითი ინფორმაციაც მოგვაწოდა.
90-იანი წლების ლეგენდარული სუპერმოდელი ქეით მოსი SKIMS-ის ახალი სახე გახდა და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიმ კარდაშიანის ქალის თეთრეულის ბრენდის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად იქცა 1 წლის განმავლობაში. SKIMS-მა მოახერხა და მოკლე დროში Nordstrom-სა და SSENSE-ს ონლაინ საიტებზე კოლექცია თითქმის სრულად გაყიდა, ახლა კი ბრენდის სახედ თავად ქეით მოსს ირჩევს.
დღეს სასიამოვნო სიახლით ვიწყებთ, ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი პიანისტი, სანდრო გეგეჭკორი, მსოფლიოს მუსიკალური სამყაროს აღმოჩენაა. სანდრო „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო”, რიგით 66-ე, კონკურსის გამარჯვებული გახდა. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული კონკურსის ფინალში, 20 წლის პიანისტი ჩინელი და პორტუგალიელი კონკურეტნების წინააღმდეგ იბრძოდა და ერთპიროვნულ ლიდერადაც მოგვევლინა.
Luxury ბრენდებისა და მათი ახალი კოლექციების თვალის გადავლებაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ლოგომანია ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფაზა ან დიზაინერების ახირება. Burberry-ს კრეატიულმა დირექტორმა რიკარტო ტიშიმ სულ რამდნეიმე დღის წინ ბრენდის მონოგრამირებული საზაფხულო კოლექცია წარადგინა მთავარ "როლში" ნაომი კემპბელის მონაწილეობით.
ამერიკული სატელევიზიო პრემიის, Emmy-ს რიგით 73-ე დაჯილდოების მთავარ ნომინანტებს შორის, ჩვენი გადამრჩენელი სერიალებისა და მსახიობების ამოკითხვა უკვე შეგვიძლია. წელს, ნომინაციების რაოდენობით (24 ნომინაციით) ისტორიული დრამა The Crown და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალი The Mandalorian ლიდერობენ, მათ შემდეგ კი საპატიო ადგილს 23 ნომინაციით The Handmaid’s Tale და Ted Lasso იკავებენ.
პლუს ზომის მოდელი ეშლი გრეჰემი დედა მეორედ გახდება, ეშლი და მისი მეუღლე ჯასტინ ერვინი, რიგით მეორე შვილს ელოდებიან. სიახლე გრეჰემმა გამომწერებს სოციალური ქსელის მეშვეობით გაუზიარა და Instagram-ზე მომავალი დედის ამპლუაში გადაღებული ფოტოსურათი გამოაქვეყნა.
Paris Couture Week-მა მთელი თავისი დიდებულებით ჩაიარა, ქართველმა დიზაინერმა და ფრანგული მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ, 53 წლის შემდეგ მოდის სახლის Haute Couture კოლექცია წარადგინა. პარიზში მსოფლიო მოდის შემოქმედებმა უკვე განსაზღვრეს მომდევნო წლის სტილის სტანდარტები, ტრენდები და ტენდენციები, რომელსაც განსაკუთრებული პატივით წარმოგიდგენთ.