3 საშუალება სამედიცინო პირბადით გამოწვეული აკნეს პრევენციისთვის
#სილამაზეკორონავირუსის მსოფლიო პანდემიამ უამრავი პრობლემა მოიტანა თან, გარდა მუდმივი შიშის და ტერორში ცხოვრებისა, COVID 19-მა ჩვენს ყოველდღიურობაზეც უდიდესი გავლენა იქონია და ისეთი ასპექტიც კი მოიცვა, როგორიც სახის კანის მოვლაა. სამედიცინო პირბადეები, რომელიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, უდიდეს პრობლემად იქცა ჩვენი კანისთვის, თითქოს საკმარისი არ იყო ჰორმონალური დარღვევებით ან სტრესით გამოწვეული აკნე, რომ მას პირბადის სისტემატური ტარებით გამოწვეული გამონაყარი დაემატა სახეზე.