RALPH LAUREN-ის 2027 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია
Ralph Lauren-მა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე 2027 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია წარადგინა, რომელშიც ამერიკული კლასიკა, რომანტიკული საღამოს სამოსი და ჯინსი გააერთიანა.
ამერიკელი სუპერმოდელი, ბელა ჰადიდი ზაფხულის უკანასკნელ დღეებს ლონდონში მარკ კალმანთან ერთად ატარებს, ბელამ Instagram-ზე ახალი ფოტოების კოლაჟი გამოაქვეყნა, რომელშიც მოდელს 90-იანი წლებით შთაგონებული ჯინსის შარვალი, შავი ტოპი და დიდი ზომის ტყავის მოსაცმელი ამშვენებს.

ბელამ ჩაცმულობას არა ერთი აქსესუარი შეუახამა, მათ შორის გამჭვირვალე ოთკუთხედი კულონი მბზინავი თვლების ყელსაბამით.

ბელა ჰადიდი ვინტაჟური სამოსის დიდ მოყვარულია, ღრმა ჭრილის კაბებითა და შარვლებით მოდის ინფლუენსერი ხშიად ჩნდება და თითოეული მათგანი მისი გამომწერების აღფრთოვანებას იმსახურებს, არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი.
ამავე დღეს, პაპარაცებმა სუპერმოდელი და მისი რჩეული დუა ლიპასთან და ბელას ძმასთან, ანვართან ერთად ვახშამზე მიმავალი დააფიქსირეს. როგორც ცნობილია ბელა ძმასთან და მის შეყვარებულთან ერთად დიდ დროს ატარებენ.