დემნა გვასალია „მოდის ოსკარად“ წოდებულ CFDA-ზეა ნომინირებული
#მოდაქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, მოდის ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ამერიკული დაჯილდოების, მოდის ოსკარად წოდებული CFDA-ს „წლის ქალის სამოსის საერთაშორისო დიზაინერის“ ნომინაციაზეა წარდგენილი. ამავე კატეგორიაში ნომინირებული არიან დიზაინერები: დენიელ ლი Bottega Veneta-სთვის, მიუჩია პრადა და რაფ საიმონსი Prada-სთვის, პიერპალო პიჩოლი Valentino-სთვის და საიმონ პორტე ჟაკმუსი Jacquemus-სთვის.