2025 წლის მეთ გალას ვარსკვლავური ლუქები
Met Gala 2025-ზე ვარსკვლავები ელეგანტური და უნიკალური ლუქებით ბრწყინავდნენ — დაათვალიერეთ მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის ლუქები.
თავად დრაკონების დედასაც კი სჭირდება სილამაზეზე სათანადო ზრუნვა, ემილია კლარკი გამოცემა Harper's BAZAAR-ის სტუმრად მოგვევლინა და ღამის მოვლის რუტინის საფეხურები, პირადი რჩევები და სამოგზაურო ჩანთის ფავორიტი პროდუქტები გაგვიმხილა.
CLINIQUE Take The Day Off Cleansing Balm Makeup Remover
მგრძნობიარე კანის მოსავლელად ემილია კლარკი ყველასათვის საყვარელ და ხელმისაწვდომ Clinique-ს პროდუქტებს იყენებს. ღამის რუტინის პირველი საფეხური მაკიაჟის მოშორებაა, რისთვისაც მსახიობი Cleansing Balm-ს იყენებს, თუმცა ემილიასთვის მაკიაჟის მოშორების პროცედურა ამით არ სრულდება, Cleansing Milk-ის წყალობით კლარკი რწმუნდება რომ მისი ფორებიდან მაკიაჟის ნარჩენები საგულდაგულოდაა გასუფთავებული და გასუფთავების პროცესში სახის ლოსიონის ჯერი დგება და როგორც ემილია აცხადებს მისი ფავორიტი საშუალება Clinique Clarifying Lotion 1-ია.
All About Clean™ All-in-One Cleansing Micellar Milk + Makeup Remover
სახის დატენიანებას ემილია ნაოჭსაწინააღმდეგო შრატით იწყებს, აგრეთვე Clinique-ის სერიიდან, ბოლო საფეხური კი მსახიობის ღამის რუტინაში გელის ტექსტურის სახის დამატენიანებელია, რომელიც, კლარკის თქმით, სულ მცირე რაოდენობითაც იდეალურად ატენიანებს სახის კანს.
Clinique Clarifying Lotion 1
Clinique Smart Clinical Repair Wrinkle Correcting Serum
Clinique Moisture Surge Auto-Replenishing Hydrator