2021 წლის თვალის საუკეთესო საცხები

2021 წლის თვალის საუკეთესო საცხები

თვალის გარშემო კანის მოვლა კანის რუტინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. დღეისათვის, ბაზარზე თვალის კრემების ფართო არჩევანია, მომხმარებლისთვის კი, არც ისე მარტივია მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან აარჩიოს სასურველი. თვალების ქვეშ ნაზი და დელიკატურად მოსავლელი კანის ქსოვილია. ამიტომ, ხშირად ჩნდება ისეთი გარეგნული დეფექტები, როგორიცაა მუქი წრეები, ნაოჭები ან შეშუპება. სტატიაში შემოგთავაზებთ თვალის გარშემო კანის მოვლისთვის განკუთვნილ სხვადასხვა კრემს, რომლებიც აუფერულებს და აშორებს თვალის ირგვლივ მუქ წრეებს, ნაოჭებს და შეშუპებას.

დროში მოგზაურობა: 1950/60-იანი წლების პარიზი

დროში მოგზაურობა: 1950/60-იანი წლების პარიზი

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საფრანგეთი და პარიზი, კულტურული აღორძინების ეპოქა, დასაბამი რაღაც ახლის და შესანიშნავის, რას იტყვით 1950/60-იანი წლების პარიზულ მოგზაურობაზე? გვერწმუნეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით.

IT GIRL: ჯიჯი ჰადიდის ყვავილებიანი თეთრი კოსტუმი

IT GIRL: ჯიჯი ჰადიდის ყვავილებიანი თეთრი კოსტუმი

სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი ამერიკული შოუს Project Runway-ს მიწვეული სტუმრის ამპლუაში მოგვევლინა. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჯიჯიმ შოუში ჟიურის მოვალეობა მოირგო და დამწყები დიზაინერების კონკურსში, რომელშიც ყველაზე ნიჭიერი და კრეატიული დიზაინერები იღებენ მონაწილეობას, მათი შეფასება დაევალა.

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გაიხსნა - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გაიხსნა - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი, 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში, რიგით მეშვიდე „თბილისის ბაროკოს ფესტივალს“ გამართავს. მსოფლიო პანდემიის მიერ მოყენებული ზარალის შემდეგ, 2021 წლის ფესტივალი დიდი შემართებითა და სიურპრიზებით გაიხსნა და წინ მნიშვნელოვან ღონისძიებებსაც გვპირდება.

ივ სენ ლორანის ნორმანდიული შატო ჰორსტ პ.ჰორსტის ობიექტივში

ივ სენ ლორანის ნორმანდიული შატო ჰორსტ პ.ჰორსტის ობიექტივში

1983 წელს მარაკეშის სიცხისგან დაღლილმა ლეგენდარულმა დიზაინერმა ივ სენ ლორენმა პიერ ბერჟესთან ერთად ახალი თავშესაფრის პოვნა გადაწყვიტა და ძიების პროცესში Château Gabriel აღმოაჩინა. სახლმა დიზაინერის ყურადღება ნახვისთანავე მიიპყრო, პანორამულმა ხედმა დოველის ყურეზე ივ სენ ლორანს სიმშვიდის და კომფორტულობის განცდა გაუჩინა და დიდებული ნორმანდიული შატოს შეძენისკენაც უბიძგა.

ბელა ჰადიდის გულწრფელი აღიარება და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები

ბელა ჰადიდის გულწრფელი აღიარება და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები

„სოციალური მედია რეალურ არ არის“ - შეხსენება ბელა ჰადიდისგან 47 მილიონ გამომწერს, ამერიკელი სუპერმოდელისგან, რომლის ცხოვრებაც ახდენილ ოცნებას ჰგავს, თუმცა ბელა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებით იტანჯება და ამაზე საუბარს მილიონობით გამომწერის თვალწინაც არ უშინდება.

დემნა გვასალია „მოდის ოსკარად“ წოდებული CFDA-ს გამარჯვებულია

დემნა გვასალია „მოდის ოსკარად“ წოდებული CFDA-ს გამარჯვებულია

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, მოდის ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ამერიკული დაჯილდოების, მოდის ოსკარად წოდებული CFDA-ს „წლის ქალის სამოსის საერთაშორისო დიზაინერის“ გამარჯვებული გახდა, დემნამ ყველაზე პრესტიჟული ჯილდო 4 წლის მანძილზე მეორედ დაიმსახურა

„ჭამე, ილოცე, შეიყვარე“: კულინარიული მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო

„ჭამე, ილოცე, შეიყვარე“: კულინარიული მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო

ელიზაბეტ გილბერტის ბესტსელერად ქცეული ავტობიოგრაფიული რომანი „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“, მსოფლიოს გარშემო მოგზაური ქალის ისტორიას გვიამბობს, რომელსაც ერთი შეხედვით ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ბედნიერი იყოს, თუმცა განა რა არის ბედნიერება თუ არა სულიერი ჰარმონია, რომელსაც ზოგჯერ ცხოვრების ჩახლართულ გზაზე ვკარგავთ და მისი ხელახლა აღმოჩენის სურვილით ვიწვით?

ნობელის პრემიის ლაურეატი მალალა იუსაფზაი დაქორწინდა

ნობელის პრემიის ლაურეატი მალალა იუსაფზაი დაქორწინდა

გაეროს ყველაზე ახალგაზრდა მშვიდობის ელჩი, ნობელის პრემიის ლაურეატი, მწერალი და აქტივისტი მალალა იუსაფზაი დაქორწინდა, მალალას რჩეული ასერ მალიკია. წყვილმა ბირმინგემში, ტრადიციულ ისლამურ ცერემონიაზე, ოჯახის წევრების გარემოცვაში იქორწინა. სიახლე მალალამ მილიონობით გამომწერს Twitter-ის მეშვეობით გაუზიარა და ამცნო, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

„სიზმარი“ - შეგრძნებების მულტიმედია ინსტალაცია ბრუნდება

„სიზმარი“ - შეგრძნებების მულტიმედია ინსტალაცია ბრუნდება

12-14 ნოემბერს თბილისში, მულტიმედია გამოფენების სერია „სიზმარი“ ბრუნდება! პროექტი, რომელიც ინდივიდის, სოციუმის და ბუნების ჰარმონიას ეხება, შთაგონების მთავარი წყარო კი, ოქროს კვეთის სპირალია, ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მომუშავე ექვსმა ხელოვანმა შექმნა. სპირალის თბილისის რუკაზე მორგებით, სხვადასხვა უბანში ექვსი საგამოფენო ადგილი შეირჩა.

ზევით