ანტონი გაუდის „კასა მილა“ - ესპანური არტ-ნუვოს შედევრი

ანტონი გაუდის „კასა მილა“ - ესპანური არტ-ნუვოს შედევრი

1905 წლის ივნისში, საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენელმა წყვილმა, პერე მილამ და როზერ სეჯიმონმა, ბარსელონაში 1,835 კვადრატულ მეტრზე აშენებული სახლი შეიძინა და ახალი შენობის ასაშენებლად ანტონი გაუდი დაიქირავა. უზარმაზარი საცხოვრებლის ნაწილი მილას ოჯახს საცხოვრებლად უნდა გამოყენებინა, ხოლო დანარჩენი კი გაექირავებინა.

მეამა TBC-სა და ხელოვნების სასახლის ერთობლივ პროექტს - „ქართული ქსოვილი“ შეუერთდა

მეამა TBC-სა და ხელოვნების სასახლის ერთობლივ პროექტს - „ქართული ქსოვილი“ შეუერთდა

თიბისისა და ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის ერთობლივ პროექტს „ქართული ქსოვილი“, მეამა შეუერთდა. ბრენდები, გაერთიანებული ძალებით, ტრადიციულ ქართულ მოტივებზე ახალ და საინტერესო პროდუქციას შექმნიან. ქართულ ქსოვილთან და ტექსტილთან დაკავშირებული პროექტი თიბისიმ კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად 2018 წელს დაიწყო და ის მიზნად ისახავს ისტორიის ახალი ხედვით გაცოცხლებას.

მე არავინ მიმიტოვებია – მე მხოლოდ საკუთარი თავის საძიებლად წავედი…

მე არავინ მიმიტოვებია – მე მხოლოდ საკუთარი თავის საძიებლად წავედი…

გელა ჩარკვიანმა წლების განმავლობაში ბევრი რამ აკეთა: იყო პოლიტიკურ ასპარეზზე, სხვადასხვა მიმართულებით კითხულობდა ლექციებს, წერდა მუსიკას. ცხოვრების გზაზე იყო ბედნიერი მომენტებიც, ტრიუმფებიც და ჩავარდნებიც, მაგრამ არასოდეს სერიოზული შეცდომა არ დაუშვია.

10 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება!

10 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება!

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამ შემოქმედებით სამყაროს დიდი დარტყმა მიაყენა, განგრძლივი პაუზა განსაკუთრებულად შეინიშნებოდა ისეთი პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომლისთვისაც კულტურული ღონისძიებები სასიცოცხლო მნიშვნელობისთვისაა, როგორც შემოქმედებისთვის, ისე მაყურებლისთვის. დიდი შესვენების შემდეგ, დანამდვილებით შეგვიძლია გაუწყოთ, რომ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ბრუნდება!

პურის ხარშო ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტით

პურის ხარშო ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტით

ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე მეცხრამეტე საუკუნის ქართული კულტურის წარმომადგენელი, ლიტერატურული და საზოგადო მოღვაწე, გახლდათ. 62-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე, ბარბარემ, მომავალ თაობებს არა ერთი ფასეული სიმდიდრე დაუტოვა, რომელთაგანაც ბარბარეს კულინარიული აღმოჩენები, ტრადიციული კერძების კრებული და უძვირფასესი რეცეპტები დღესაც თითოეული კულინარის სამაგიდო წიგნად ითვლება.

რას ვუყუროთ კინოთეატრებში? - 5 რჩეული პრემიერა The Diary-სგან

რას ვუყუროთ კინოთეატრებში? - 5 რჩეული პრემიერა The Diary-სგან

სულ რაღაც 3 დღეში, 11 ნოემბერს დიდ ეკრანებს ვეს ანდერსონი დიდხნიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ჰოლივუდის ვარსკვლავური შემადგენლობა: ტიმოთი შალამე, ბილ მიურეი, სირშა რონანი, ტილდა სუინტონი, ედუარდ ნორტონი, ელიზაბეტ მოსი, ედრიენ ბროუდი, უილემ დეფო, მსუბუქი იუმორი, მომნუსხველი სარეჟისორო შემოქმედება და უბრალოდ ფილმი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.

თიბისი კონცეპტის სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში გამოფენას - „ციფრული მკვიდრები“ მასპინძლობს

თიბისი კონცეპტის სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში გამოფენას - „ციფრული მკვიდრები“ მასპინძლობს

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოფენა თბილისში, თიბისი კონცეპტის სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში 28 ოქრომბრიდან 28 ნოემბრამდე მიმდინარეობს.  გამოფენა სახელწოდებით - „ციფრული მკვიდრები“, რომელიც თანამედროვე ხელოვანების საერთაშორისო ჯგუფს აერთიანებს.

UNMEMORY: „ღია სივრცე“ ახალი პერფომანსით ბრუნება

UNMEMORY: „ღია სივრცე“ ახალი პერფომანსით ბრუნება

სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ პანდემიით გამოწვეული დიდხნიანი პაუზის შემდეგ, „ღია სივრცე“ განახლებული სარეპერტუარო პოლიტიკით და ახალი პერფომანსით ბრუნება და 21/22 წლის სეზონს დავით ხორბალაძის ახალი სპექტაკლით, UNMEMORY, ხსნის. ღია სივრცისა და დავით ხორბალაძის კოლაბორაციით შექმნილი წარმოდგენა მეხსიერების უწყვეტ გარდაქმნაზეა.

ემა სტოუნის 10 საუკეთესო კინოროლი

ემა სტოუნის 10 საუკეთესო კინოროლი

კომედია, დრამა, მელოდრამა, ისტორიული, ფანტასტიკა - დაგვისახელეთ ჟანრი, რომელშიც ჩვენი რჩეული ჰოლივუდელი მშვენება ოსკაროსანი ემა სტოუნი უბრალოდ არ ანათებს. ემა სტოუნმა თავი ტელეეკრანებზე გამოჩენის პირველივე წუთებიდან შეგვაყვარა, სხვაგვარად შეუძლებელიც კი იქნებოდა, მისი საშემსრულებლო მანერის, ენერგეტიკის, პროფესიონალიზმისა და ნიჭის წყალობით ემა მალევე იქცა ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან მსახიობად, რომლის ფილმოგრაფიაც ლეგენდარული ფილმებით, რეჟისორებითა და კოლეგა-მსახიობებით არის სავსე.

საქართველო მსოფლიო საოპერო რუკაზე: OPERA CROWN დღეს სრულდება

საქართველო მსოფლიო საოპერო რუკაზე: OPERA CROWN დღეს სრულდება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დღეს, 5 ნოემბერს ვოკალისტთა მე-2 საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN-ის დასკვნითი საღამო - საზეიმო დახურვა გაიმართება. კონკურსი 1-ელ ნოემბერს გაიხსნა და 3 ტურისგან შედგებოდა. კონკურსის ფარგლებში, 21 ქვეყნიდან, საქართველოს 50-მდე ახალგაზრდა ვოკალისტი ესტუმრა, რომლებსაც საერთაშორისო ჟიური აფასებს. ფინალისტები სულ რამდენიმე საათში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის თანხლებით წარდგებიან  მაყურებლის წინაშე.

ზევით