ინეზა კემულარია - ქართველი ემიგრანტის პაროდიული სკეტჩები
ქართულ ინტერნეტ სივრცეში ინეზა კემულარია 1 წლის წინ გამოჩნდა, ხისტი მეგრული იუმორით, სარკაზმითა და პირდაპირობით გაჯერებულმა პაროდიულმა სკეჩებმა პოპულარობა მალევე მოიპოვა და ათიათასობით ერთგული გულშემატკივარიც შეიძინა სოციალურ ქსელში. მწვავე პოლიტიკური მოვლენები და თავად პოლიტიკოსები, მოდის სამყარო და ცნობილი ადამიანები ინეზას სამიზნე ობიექტი ყველა და ყველაფერი ხდება, რაც კი საზოგადოების ინტერესს იმსახურებს.