ზუჰაირ მურადი ნამდვილად გამოუსწორებელი რომანტიკოსია, მას სწამს, რომ მაღალი მოდა ეს ის საოცრებათა ქვეყანაა, რომელშიც მხოლოდ სილამაზის ქმნილებები ცხოვრობენ. ლეგენდარული მოდის სახლის Zuhair Murad-ის დამფუძნებელი და მისი კრეატიული დირექტორი აღმერთებს ქალებს, მათ ელეგანტურობას, ფემინურობასა და ძალას ერთდროულად და როგორც რომანტიკოსს მასაც უყვარს თავის ქალღმერთებზე ახალი ისტორიების შეთხზვა, ამბების გამოგონება და საკუთარ ოცნებებში ჩვენი შეშვებაც.
SPRING 2022 COUTURE კოლექციისთვის ზუჰაირ მურადისგან ყველა მხოლოდ ტრადიციულ ამბავს ელოდა, დისნეის მოძველებული პრინცესების გარდერობითა და სამკაულებით, თუმცა დიზაინერმა ყველას გაოცება პოდიუმზე პირველი მოდელის გამოჩენისთანავე მოახერხა. ეს არ იყო ამბავი პრინცესებზე, ეს იყო ისტორია ძლიერ ქალებზე რომლებიც ზღვაში გაიჭრნენ.
„ადამიანებმა უნდა იოცნებონ, განსაკუთრებით ამ მომენტში, ამ მართლაც სტრესულ დროს“, - თქვა მურადმა შოუს კულისებში. „მეკობრეები თავისუფლების, თავდაჯერებულობისა და გამბედაობის სადარაჯოზე დგანან”.
ზუჰაირ მურადის მოდელები თავგადასავლებისკენ მიემართებოდნენ ღია ზღვაში, ძვირფასი ქვებით შემკულ სილუეტებში დიზაინერმა განძის სკივრის შთაგონება გამოიყენა, მდიდრული ნაქარგებით მისტიკური რუკები იყო ამოქარგული, მბზინავი კრისტალები კი კიდევ ერთხელ უსვამდნენ ხაზს მეკობრეთა მიერ მოხვეჭილ საგანძურს. გემის კაპიტანი ქალი გახლდათ და გემბანზეც ადგილი მხოლოდ ქალებისთვის იყო განკუთვნილი.
ტრიკორნის ჩალის ქუდები, თავსაბურავი და ნატურალური ტყავის აქსესუარები ხაზს უსვამდნენ კოლექციის კონცეფციას, ხოლო ბუშტის სახელოები და საყვარელი დეკოლტეები უშიშარი თავგადასავლებისთვის გვამზადებდნენ.
თბილისი მდიდარია ისეთი ადგილებით, სადაც დღის ცხელ საათებში თავშესაფარს იპოვით, ხოლო საღამოს, ღია სივრცეში, გემრიელი კერძებისა და მუსიკის თანხლებით დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. ტერასები, ეზოები და სიმწვანეში ჩაფლული კაფე-რესტორნები ნამდვილად არ აკლია ჩვენს ქალაქს. The Diary-ს რედაქციამ სწორედ ასეთი 12 ადგილი შეარჩია თქვენთვის.
საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მასშტაბური კანონმდებლობა მიიღო სწრაფი მოდის წინააღმდეგ. ახალი კანონი ითვალისწინებს გადასახადებს და კრძალავს სწრაფი მოდის ბრენდების პოპულარიზაციას სოციალურ ქსელებსა თუ მედია პლატფორმებზე.
რა ჯობია ცხელი ზაფხულის დღეს ცივ, ნატურალურ ლიმონათს? დღეს, The Diary გთავაზობთ გამაგრილებელი სასმელების რეცეპტებს, რომლებიც თქვენი ზაფხულის მენიუს გაახალისებს.