საზაფხულო სანდლების ხუთი ტრენდი
ზაფხულის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ჰიდრატაცია, მზისგან დაცვა და კომფორტული სამოსი ჩვენი რუტინის თანაბრად აუცილებელი ნაწილი ხდება. ჩვენ დაგეხმარებით, შეარჩიოთ ზაფხულის ყველაზე ტრენდული და კომფორტული სანდლები.
ბრიტანული სეზონის ნამდვილი ჰაილაითი: უიმბლდონის სპორტული და სოციალური აქტივობების კომბინაცია - დედამიწაზე, ჩოგბურთის საუკეთესო ღონისძიებად არის მიჩნეული. ღონისძიებად, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოვლენათა ეპიცენტრშია მოქცეული, როგორც სპორტული მატჩების, აგრეთვე დამსწრე საზოგადოების დამსახურებით.
ტრადიციისამებრ, უიმბლდონზე წელსაც ვიხილეთ (თანაც არაერთხელ) კემბრიჯის ჰერცოგები, რომლებსაც უფროსი ვაჟი პრინცი ჯორჯიც ახლდათ თან. ქეით მიდლტონის ყოველი გამოჩენა რომ ნამდვილი მოდური მოვლენაა, ეს მოგვეხსენება, ჰერცოგინიამ ამჯერადაც რამდენჯერმე გაიბრწყინა უიმბლდონზე. ოფიციალური გამოჩენისთვის ქეითმა არჩევანი Alessandra Rich-ის polkadot კაბებზე შეაჩერა.
უიმბლდონი სამეფო ოჯახის სხვა წევრებმაც დაამშვენეს, სპორტულ შეხვედრებს ესწრებოდნენ ლედი ფრედერიკ ვინდსორი, ლედი გაბრიელა ვინდსორი, პრინცესა ბეატრისი და ედოარდო მაპელი მოცი.
თუმცა ქეით მიდლტონის გამოჩნეა მხოლოდ მოდური პრელუდია გახლდათ, რადგან უიმბლდონზე სულ მალე A-lister-ებმა დაიკავეს კუთვნილი ადგილები, მათ შორის იყვნენ როზი ჰანტინგტონ-უაითლი, ქეით უინსლეტი, პოპი დელევინი, მეტ სმიტი, პოლ მესკალი, ტომ ჰიდლსტონი, ენდრიუ გარფილდი და სხვები.