შემოდგომის ყველაზე ტრენდული ფერები
სულ ხუთი დღეღა დარჩა შემოდგომამდე და გრილი დღეებისთვის გარდერობის განახლება თუ გაქვთ დაგეგმილი, მაშინ ჩვენ ამ სეზონის ყველაზე ტრენდულ, თუმცა დახვეწილ ფერთა პალიტრას გაგაცნობთ.
2020-21 წლის ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ტრენდი ხავერდოვანი კაბებია, გრძელი და მოკლე, კლასიკური და ასიმეტრიული, მოკლედ, ხავერდის ნებისმიერი ვარიაცია.ხავერდი თანაბრად უხდება როგორც დახვეწილ, ასევე ყოველდღიური სტილის სამოსს.
ამ სეზონზე სტილისტები ხავერდოვანო კაბების ფემინურ ფორმებს, ასიმეტრიულ კაბებსა და ფრინჯებს ირჩევენ. The Diary-ს რედაქციამ თქვენთვის სხვადასხვა მოდური ჩვენებებიდან ხავერდის საუკეთესო ლუქები შეარჩია.
Oscar de la Renta, Celine, Acne Studios, Zimmermann, Chanel, Gucci ეს ის მცირე ჩამონათვალია იმ დიზაინერების, რომელთა 2020/21 წლის ზამთრის კოლექციებში ხავერდის ულამაზეს კაბებს აღმოაჩენთ.