ზაფხულის მთავარი აქსესუარი: ჩალის ჩანთა
ჩალის ჩანთები ზაფხულის განუყოფელი და ყოველთვის აქტუალური აქსესუარია. TheDiary გთავაზობთ 2025 წლის სეზონის ყველაზე ტრენდულ ჩანთებს.
დიდხანს ნანატრი მომენტიც დადგა: ვენეციის რიგით 79-ე კინოფესტივალი დაიწყო! ერთ-ერთი ყველაზე გლამურული კინოფესტივალი, არა მხოლოდ ფილმების პრეზენტაციებით, არამედ მომაჯადოებელი სტილის მომენტებით არის აღსავსე და ყოველივე ამაში წვლილი წითელ ხალიჩასაც მიუძღვის.
ვენეციის კინოფესტივალის გახსნის პატივი ნოა ბაუმბახის White Noise-ს ხვდა წილად, ამ საღამოზე თავი ფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა ჯულიანა მურმა Alaïa-ს კაბაში, ტესა ტომპსონმა Rodarte-ს სილუეტში, ჰილარი კლინტონმა კი სპარსულ კაბაში მოიყარეს თავი.
რიგით 79-ე კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილიც. წითელი რომ ხატიასთვის შეუცვლელი ფერია ეს გასულ დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, მბზინავ წითელ კაბაში გამოწყობილმა პიანისტმა ჩაცმულობა Cartier-ის სამკაულებით გაამდიდრა.
თვალი გადაავლეთ წითელი ხალიჩის საუკეთესო მომენტების, რომლებიც ჯერ ზღვაში წვეთია: