ხავერდი არასდროს კარგავს აქტუალობას. ლალისფერი წითელი, მუქი ლურჯი და ზურმუხტისფერი ხავერდის კაბები ყოველი დეკემბრის მოახლოებისას გარდერობის უცვლელ ნაწილად იქცევიან. წელს კი, ამ ტრენდულმა სამოსმა TikTok-იც დაიპყრო და ჰეშტეგს „ხავერდოვანი კაბა“ ბოლო ნონაცემებით 5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. აი სად ყალიბდება დღეს ტრენდები, ჰაჰ, მაგარია, არა?!
თუ კი ამ წელსაც გსურთ ხავერდის კაბა მოირგოთ, გადახედეთ ჩვენს მიერ შერჩეულ 5 საუკეთესო სამოსს, რომელიც შეგიძლიათ როგორც ადგილობრივ მოლებში, ასევე ონლაინაც შეიძინოთ.
ჩრდილოეთ ევროპული მოდის ყველაზე დიდი მოვლენა, კოპენჰაგენის მოდის კვირეული, ყოველწლიურად ამტკიცებს, რომ სკანდინავიელებმა ჩაცმა საუკეთესოდ იციან. ამას მოდის კვირეულისკენ მიმავალი დანიელების ქუჩის სტილიც მოწმობს.
კოპენჰაგენის მოდის კვირეულზე შლაპუნებმა მაღალი მოდის სტატუსი მოიპოვეს. ნახეთ როგორ იქცა ეს მარტივი საზაფხულო ფეხსაცმელი სეზონის ყველაზე ტრენდულ აქსესუარად.