5 ადგილი საქართველოში, სადაც ზაფხულს სასიამოვნოდ გაატარებთ
თუ ჯერ არ იცით, სად დაისვენოთ საქართველოში და თან ზაფხულის სიცხესაც გაექცეთ, ჩვენ რამდენიმე განსხვავებული და დასამახსოვრებელი ადგილი შეგირჩიეთ.
წარმატებული ქართველი მოდელი თათია ახალაია მოდის საერთაშორისო ასპარეზე ახალ მწვერვალებს იპყრობს. IC Model Management-ის ტოპ მოდელი ცნობილი ბრენდის Club Monaco-ს 2022 წლის ზაფხულის კოლექციის სარეკლამო კამპანიის სახე გახდა.
Club Monaco არის წარმატებული საერთაშორისო მეგა-ბრენდი, რომელიც ქმნის ქალისა და მამაკაცის „ხელმისაწვდომ ფუფუნების“ კატეგორიის სამოსს.
თათია გახლავთ საერთაშორისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look Georgia 2015-ის გამარჯვებული და მისი საერთაშორისო კარიერის მანძილზე ის არაერთხელ ვიხილეთ პარიზის, მილანის და ნიუ იორკის მოდის კვირეულებზე ცნობილი ბრენდების ჩვენებებში.
ამჟამად თათია ახალაია იმყოფება ამერიკაში და წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა ბრენდების კამპანიებსა და გადაღებებში.