5 ადგილი საქართველოში, სადაც ზაფხულს სასიამოვნოდ გაატარებთ
თუ ჯერ არ იცით, სად დაისვენოთ საქართველოში და თან ზაფხულის სიცხესაც გაექცეთ, ჩვენ რამდენიმე განსხვავებული და დასამახსოვრებელი ადგილი შეგირჩიეთ.
სამყაროში ძალიან ცოტა რამ არსებობს ისეთივე ველური და გიჟური, როგორიც Studio 54-ის საახალწლო წვეულებები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკის ჰედონური სამოთხე 3 წელიწადზე ნაკლები დროით იყო გახსნილი, მან მაინც შეძლო და 70-იანი წლებიდან მოყოლებული, მოდასა და კულტურას შთაგონების ნაპერწკალს ყოველთვის უღვივებდა.
ნიუ-იორკის მკვიდრები, ცნობილი მოდელები, მომღერლები, მსახიობები და დიზაინერებიც კი, Studio 54-ის გიჟური საღამოს განუყოფელი ნაწილი იყო. იმის წარმოდგენა, თუ როგორ აღინიშნებოდა Studio 54-ში ყველაზე დიდი დღესასწაულები, მათ შორის ახალი წელი, მხოლოდ ფოტო არქივებიდან შეგვიძლია.
დიახ, Studio 54-ში ახალ წელს ნამდვილად აღნიშნავდნენ, თუმცა ღამის კლუბში დატრიალებული მოვლენები, შორს იყო დღესასწაულის ტრადიციული აღნიშვნის ჩვეულებებისგან და ამაში ვინტაჟური ფოტოების ხილვისას თავადვე დარწმუნებით. მანამ კი გეტყვით, რომ Studio 54, 1977 წელს, ახალგაზრდა ანტრეპრენერების - სტივ რუბელისა და იან შრაგერის მიერ დაარსდა. რამდენიმე თვეში კლუბმა წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია, დაწესებულების ცნობადობა იზრდებოდა. ჭორებისა და მითქმა-მოთქმის ფონზე Studio 54-ის აღსასრულიც მალევე დადგა, როდესაც კლუბში FBI და IRS შეიჭრა და დაარბია იგი.
Studio 54-ის ღამის კლუბის არსებობის ისტორია, იმ დღიდან სულ რაღაც 2 თვეში, 1980 წლის თებერვალში უკანასკნელი წვეულებით სრულდება. ღამის კლუბში მხოლოდ 2-ჯერ აღინიშნა ახალი წელი, თუმცა მისი მასშტაბებისა და იმ სახელების გათვალისწინებით, რომლებმაც ღამის კლუბს საკულტო დაწესებულების სტატუსი მიანიჭეს, Studio 54-ს არსებობა არც არასდროს შეუწყვეტია. ის მარადიული შთაგონების წყაროდ იქცა იმისა, თუ როგორ უნდა აღინიშნოს ყველაზე დიდებული წვეულებები.