აუზის სეზონს გახსნილად ვაცხადებთ, გვიანი გაზაფხულის მზიანი დღეები, ყველაზე ცხელი სეზონის მოახლოებას დღითიდღე გვაგრძნობინებენ და განსაკუთრებით უქმე დღეებში გაგრილებას გვანდომებენ. ცისფერი აუზები კი ტრენდული საცურაო კოსტუმების გარეშე წარმოუდგენელია, სწორედ ამიტომ გთავაზობთ ყველაზე მოთხოვნადი კოსტუმების 3 მთავარ ტენდენციას.
1. ღრმა ჭრილი
ამ სტილის საცურაო კოსტუმები ღრმა ჭრილების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მაგალითად ჩვენ შეიძლება შევხვდეთ ჭრილს როგორც ზურგზე, ასევე გვერდებსა და მუცელზეც კი.
Triangle swimsuit
ყიდვა
2. თოკები
უკვე მეორე ზაფხულია, საცურაო კოსტუმთა ტრენდებში თოკებით დატვირთულ ორეულებს ხშირად ვხვდებით, მათი სიმრავლით 2021 წლის ყველაზე ცხელი სეზონი უდავოდ გამოირჩევა, ამ სტილის საცურაო კოსტუმებს ის დიდი პლუსიც ახლავთ თან, რომ მათი საშუალებით სხეულის ფორმების სურვილისამებრ კორექტირება შეგვიძლია.
Smock bikini briefs
ყიდვა
3. ბრაზილიური ჭრილები
ბრაზილიური ჭრილი თოკების მსგავსად პოპულარობას მეორე წელია არ კარგავს, ეს საცურაო კოსტუმები საკმაოდ თამამი განაცხადია, სწორედ ამიტომ მათ შეძენას საკმარისი გამბედაობაც სჭირდება, რომელიც თქვენ უდავოდ გაქვთ.
Slim slide Brazilian bikini briefs
ყიდვა