5 ადგილი საქართველოში, სადაც ზაფხულს სასიამოვნოდ გაატარებთ
თუ ჯერ არ იცით, სად დაისვენოთ საქართველოში და თან ზაფხულის სიცხესაც გაექცეთ, ჩვენ რამდენიმე განსხვავებული და დასამახსოვრებელი ადგილი შეგირჩიეთ.
შავი ფერი კაცობრიობის არსებობის მანძილზე ყოველთვის მდიდარი გახლდათ სიმბოლიზმით, ასე მაგალითად: მე-16 საუკუნის ადრეულ წლებში ესპანელ არისტოკრატთა შორის, ეს ფერი სიმდიდრესთან ასოცირდებოდა, რადგან მისი მიღება იმპორტირებული მუხის ვაშლისგან ძალიან ძვირი ჯდებოდა. მე-18 საუკუნის დასაწყისში კი შავი ფერი რომანტიკასთან და ხელოვნებასთან გაიგივდა. მელანქოლიური აურის გამო, ასწლეულის შემდეგ, შავი ფერი ისეთი რომანტიკოსი მწერლებს ნიშა გახდა, როგორებიც ბაირონი, შელი თუ კიტსი არიან.
მე-20 საუკუნეში კი, რევოლუციონერმა ფრანგმა დიზაინერმა კოკო შანელმა შავ ფერს ახალი დატვირთვა შესძინა, რომელმაც სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი მოდის სამყაროში. შანელმა მარტივი ფორმებით, მრავალფუნქციურობითა და პრაქტიკულობით შექმნა კონცეფცია, შემდეგ ამ კონცეფციას ფრთები შეასხა და უნივერსალური „პატარა შავი კაბა“ წარმოგვიდგინა, რომელსაც ყველაზე მოდური ქალების გარდერობში საპატიო ადგილი უნდა დაეკავებინა. ასეც მოხდა, მალე „პატარა, შავი კაბა“ იქცა მუდმივ კლასიკად, რომელსაც თვალისმომჭრელი ქალები ატარებდნენ ყველგან, მათ შორის წითელ ხალიჩებზე, გადასაღებ მოედნებსა თუ სხვადასხვა ტიპის ცერემონიაზე.
„პატარა შავი კაბა“ ოდრი ჰეპბერნისთვის კლასიკურობის, ჟაკლინ კენედისთვის თანამედროვეობის, პრინცესა დაიანასთვის კი შურისძიების იარაღი გახდა
კოკო შანელი კონცეფციამ გაუძლო ათწლეულებს, თითქმის საუკუნესაც კი და დღემდე ითვლება გოგოების Must-have სილუეტად, რომელიც გარდერობში კუთვნილ ადგილს უნდა იკავებდეს, თუმცა მცირედი სახეცვლილებით. თუ კი ადრე „პატარა, შავი კაბა“ სპეციალურ გარემოებას მოითხოვდა, ახლა მისი მორგება ყოველდღიურად შეგვიძლია, სამსახურში, საყიდლებზე თუ სეირნობის დროს.
თუ კი თქვენ ჯერაც არ გიპოვიათ იდეალური შავი კაბა, მაშინ ვეცდებით დაგეხმაროთ:
VELVET CAMISOLE DRESS (159₾)
MIDI DRESS WITH GATHERED DETAIL (159₾)
SHORT SATIN DRESS (149₾)
SEAMLESS RHINESTONE DRESS (109₾)
POPLIN MIDI DRESS (149₾)