2022 წლის გაზაფხულს თავისი რჩეულები ჰყავს, თუ კლასიკური ორეულების ბუმისა და სეზონის მთავარი ფერის - ვარდისფრის გადაკვეთას მივადევნებთ თვალს, მარტივად აღმოვაჩენთ, რომ გაზაფხულის გარდერობის must have სილუეტი სწორედ ვარდისფერი ორეულია.
ზენდაიას აცვია Valentino
Valentino-ს, Versace-ს, Alexander McQueen-სა თუ David Koma-ს 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებში ვარდისფერმა ორეულებმა საპატიო ადგილი თვეების წინ მოდის კვირეულების ჩვენებებზე დაიკავეს, ახლა კი მას ძლიერი, თავდაჯერებული და მომხიბვლელი ქალები ატარებენ.
ვარდისფრის გრადაციაში, ფორმასა და ფაქტურაში სრულიად თავისუფალი ხართ, თქვენ შეგიძლიათ მოირგოთ როგორც პასტელური ვარდისფერი, როგორც ეს 90-იანების სუპერმოდელმა ჰელენა კრისტენსენმა გააკეთა, აბრეშუმის ორეული როგორც კიარა ფერანიმ, ან მკვეთრი, გამომხატველი ვარდისფერი კლასიკა როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავმა ზენდაიამ.
ჰელენა კრისტენსენი Alexander McQueen-ის ორეულითკიარა ფერანი Gucci-ს აბრეშუმის ორეულში
The Diary-ს მოდის რედაქტორმა თქვენთვის სხვადასხვა ღირებულების Power Suit - ვარდისფერი ორეულები შეარჩია:
საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მასშტაბური კანონმდებლობა მიიღო სწრაფი მოდის წინააღმდეგ. ახალი კანონი ითვალისწინებს გადასახადებს და კრძალავს სწრაფი მოდის ბრენდების პოპულარიზაციას სოციალურ ქსელებსა თუ მედია პლატფორმებზე.
რა ჯობია ცხელი ზაფხულის დღეს ცივ, ნატურალურ ლიმონათს? დღეს, The Diary გთავაზობთ გამაგრილებელი სასმელების რეცეპტებს, რომლებიც თქვენი ზაფხულის მენიუს გაახალისებს.
ბუნებაში ჩაფლულ ბაკურიანი ინნ-სა და ისტორიული ძეგლებით გარშემორტყმულ ახალციხე ინნ-ში ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. Inn Hospitality მზადაა ცხელი სეზონისთვის და სტუმრებს გამორჩეულ, ჯანსაღ და კომფორტულ დასვენებას ჰპირდება.