ბომბარდირის ლაბუბუ
გიორგი მიქაუტაძე Ligue 1-ის გახსნის ტურზე Labubu-ს ტრენდული აქსესუარით გამოჩნდა. ქართველი ბომბარდირი ამჯერად მოედნის მიღმაც მოხვდა ყურადღების ცენტრში – Louis Vuitton-ის ჩანთაზე მორგებული Labubu-ს სათამაშოთი.
ოფიციალური შეხვედრა თუ უბრალოდ შეხვედრა მეგობრებთან, პაემანი, ვიზიტი კინოთეატრში თუ მოგზაურობა, არ აქვს მნიშვნელობა რა სიტუაციაში იმყოფებით ან რამდენად მცხუნვარედ ანათებს მზე, მაისი ის მოულოდნელობებით აღსავსე თვეა, რომლის განმავლობაშიც მოსაცმელი ყოველთვის თან უნდა იქონიოთ.
გაზაფხულის უკანასკნელ თვეს, Jil Sander-ის წარმომადგენლები, ლიუსი და ლიუკ მეიერები აბრეშუმის მოსაცმლის ტარებას გვირჩევენ, რომელიც ზედგამოჭრილია ოფიციალური ღონისძიებებისთვის. Bottega Veneta-ს დიზაინერი დენიელ ლი კი სკულპტურული ფორმების ტარებას გვირჩევს, წელსა თუ მხრებზე გამოყვანილის. ხოლო რაც შეეხება კრისტოფ ლამერს, მან უნისექს მოსაცმელი შექმნა ყოველდღიური მოხმარებისთვის.
ერთადრეთი რაც ამ რჩევებს აერთიანებს, მაისის გარდერობის მთავარი ფერი - კრემისფერია, სილუეტთან დაკავშირებით არსებულ არჩევანს კი ეჭვიც არ გვეპარება საკუთარი გემოვნებით იდეალურად მოირგებთ.
MANGO - 100% linen blazer
MANGO - Short flowy trench
MANGO - Cropped cotton overshirt