საზაფხულო სანდლების ხუთი ტრენდი
ზაფხულის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ჰიდრატაცია, მზისგან დაცვა და კომფორტული სამოსი ჩვენი რუტინის თანაბრად აუცილებელი ნაწილი ხდება. ჩვენ დაგეხმარებით, შეარჩიოთ ზაფხულის ყველაზე ტრენდული და კომფორტული სანდლები.
2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებებისთვის, მოდის დედაქალაქები ერთმანეთს ენაცვლებიან, რათა სახელგანთქმულმა თუ დამწყებმა მოდის სახლებმა და დიზაინერებმა მომავალი წლის SS23 სეზონისთვის თავიანთი ქმნილებები წარმოადგინონ. ნიუ-იორკი ლონდონმა ჩაანაცვლა, ლონდონი კი მილანმა, კვირეულების ციებ-ცხელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქართველმა მოდელებმაც, რომლებიც 2 სხვადასხვა კონტინენტზე, ათეულობით ცნობილი ბრენდის ჩვენებაში ვიხილეთ და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
თათია ახალაია
ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, ცნობილი ქართველი მოდელი თათია ახალაია უკრაინელი დიზაინერის სვიტლანა ბევზას გაზაფხული/ზაფხული 2023-ის ჩვენებაზე ვიხილეთ, თათიამ, Bevza-ს კოლექციიდან 2 ლუქი მოირგო. Bevza ერთ-ერთი ბრენდი იყო იმ 6 უკრაინული მოდის სახლიდან, რომელიც SS23-ის ჩვენებებზე ნიუ-იორკში ვიხილეთ.
მატილდა გვარლიანი
ახალგაზრდა ქართველი მოდელისთვის, ეს სეზონი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, მატილდა გვარლიანი უკვე ვიხილეთ ნიუ-იორკისა და მილანის მოდის კვირეულებზე ისეთი მოდის სახლების ჩვენებებში, როგორებიც Fendi და Carolina Herrera გახლავთ.
9 სექტემბერს, Fendi-ს საიუბილეო კოლექციის ჩვენებაზე, რომელიც სახელგანთქმულ Fendi Baguette-ს მიეძღვნა მატილდა ნაქსოვ ფერად პულოვერში და მოდის სახლის უახლეს აქსესუარებში ვიხილეთ. რამდენიმე დღეში მატილდა, Carolina Herrera-ს პოდიუმზე გამოჩნდა და მოდის სახლის გრაციოზულობის ნათელი მაგალითი წარმოგვიდგინა მოკლე შავი კაბით და თვალისმომჭრელი დეტალებით.
Fendi-ს კიდევ ერთი ჩვენება 21 სექტემბერს გაიმართა, ამჯერად მოდის სახლმა მილანის მოდის კვირეულის ნავსაყუდელს მიაშურა, სადაც ქართველი მოდელი ნაცრისფერი ორეულით ვიხილეთ ჩვენებაზე. 23 სექტემბერს კი მატილდა Sportmax S/S 23 Show-ს ჩვენებაზე გამოვიდა ელექტრიკი მწვანე მოსაცმლითა და პრინტიანი ჩანთითა და ფეხსაცმელებით.
ეთო მიგრიაული
თანამედროვე ქართული მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო მოდელი ეთო მიგრიაული, 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებებზე ლონდონის მოდის კვირეულზე ვიხილეთ. ეთომ PAUL & JOE-ს SS23-ის ახალი კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა და პოდიუმზე ულამაზეს ორეულში გამოჩნდა.
ნინი ტიგიშვილი
Look Models Management-ის ახალი თაობის წარმომადგენელი ნინი ტიგიშვილი წარმატებით გამოვიდა მილანის მოდის კვირეულზე, ახალგაზრდა მოდელმა ACT N°1-ის შთამბეჭდავ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა და ერთ-ერთი ულამაზესი ლუქი მოირგო.
ქეთი უნაპკოშვილი
ACT N°1-ის ჩვენებაში ნინისთან ერთად კიდევ ერთი ქართველი მოდელი იღებდა მონაწილეობას, Look Models Management-ის კიდევ ერთი ახალი სახე ქეთი უნაპკოშვილი პოდიუმზე ბრენდის სიურრეალისტური ტოპითა და კლასიკური შარვლით ვიხილეთ.