Less is more - საუკეთესო რჩევაა, რაც კი დედაჩემისგან მიმიღია - აცხადებს ახალგაზრდა სუპერმოდელი, კაია გერბერი და თან საკუთარ გარდერობს და იმ ლუქებს გაგვაცნობს, რომლებსაც კვირის სხვადასხვა დღეს, განსხვავებულ სიტუაციებში მოირგებდა. კაიას თქმით, მას სინდი კროუფორდისგან მემკვიდრეობით კლასიკური სამოსის მიმართ სიყვარული ერგო და ბუნებრივია, ამ სტილის სილუეტები 19 წლის მოდელის გარდერობში ჭარბობს.
კაია გერბერის გარდერობის მთავარი ნიშა მინიმალიზმია, ახალგაზრდა მოდელის სამოსი ნეიტრალური ფერებისგან, დახვეწილი სილუეტებისგან და კომფორტული ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმლისგან შედგება.
ორშაბათი დღისთვის კაიამ go-to ლუქი შეარჩია Celine-ის ჯინსის შარვლისა და Paco Rabanne-ის პიჯაკის მონაწილეობით: "ვფიქრობ, რომ ჩემი გარდერობი ძირითადად ამ ჩაცმულობის სხვადასხვა ვარიაციაა, არც კი ვიცი ჯინსებისა და პიჯაკების გარდა სხვა ერთეულებსაც თუ ვფლობ".
სამშაბათს კაია გერბერი მეგობრებთან ერთად საღამოს ჩაცმულობას გვიზიარებს და ისევ და ისევ კომფორტს ანიჭებს უპირატესობას. Khaite-ის 70-აინი წლების აბრეშუმის ზედატანსა და Galvan flare-ის მაღალწელიან შავ შარვალს მოდელი ჩექმებს უხამებს.
ოთხშაბათს სინდი კროუფორდისგან შთაგონებული ჩაცმულობის დრო დგება, გასული დღის მაღალწელიან შავ შარვალს Galvan flare-სგან, კაია ამავე ბრენდის ტოპს და Nanushka-ს ტყავის მოსაცმელს უხამებს.
ვფიქრობ, ყველაზე დიდი შეცდომა კარიერის დასაწყისში დავუშვი, როდესაც არასამუშაო დღეებშიც კი მუდამ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით დავდიოდი, დედამ მასწავლა, რომ კომფორტი ყველაფერზე მნიშვნელოვანია
ხუთშაბათს პაემნის ჩაცმულობის ჯერი დგება და კაია რჩეულს სტილს არც ამ დღეს ღალატობს, მოდელი Celine-ის მაღალწელიან ჯინსის შარვალს, Paco Rabanne-ის ჩექმებს და Khaite-ის ტყავის მოსაცმელს ირგებს.
პარასკევს კაიას ყველაზე რეალისტური ჩაცმულობის დრო დგება და როგორც მოდელი აცხადებს, მისი ხილვა სავარჯიშო ორეულში, წინდებში, UGG-ებსა და თბილს მოსაცმელში ყველაზე ხშირად შეგვიძლია.
შაბათი დღის ჩაცმულობა კაია გერბერისთვის იმ დღესთან ასოცირდება, როდესაც მას სახლის დატოვება არ სურდა, თუმცა იძულებული გახდა. მოდელს თეთრ სპორტულ შარვალთან და ტოპთან ერთად მუქი კრემისფერი მოსაცმელი და თეთრი კედები ამშვენებს - Total Celine Girl.
და ბოლოს კვირის დროც დგება, ეს ჩაცმულობა კაიასთვის 2021 წლის ზაფხულის ფავორიტი ჩაცმულობა იქნება, მაღალყელიანი ჩექმები რომლის ჩაცმაც გასულ ზაფხულს მოდელმა ინტენსიურად ვერ მოახერხა, იდეალურ სინთეზშია კაიას მოკლე თეთრ კაბასთან და საყვარელ სათვალეებთან.
სწორედ მაშინ, როცა ზღვის, აუზის ან ქალაქის ცხელი დღეებისთვის შესაფერის სამკაულებს ვეძებთ, ქართული ბრენდი HER Store-მა იტალიური და ბერძნული მოტივებით შთაგონებულ ნაკეთობებს გვთავაზობს, რომლებიც დასვენებისა და უდარდელი ცხოვრების სულს გადმოსცემს.
აღმოაჩინეთ Art House – სილამაზის სალონი, რომელიც უკვე 10 წელია თბილისში მაღალი ხარისხის მომსახურებას გვთავაზობს. თმის მოვლა, ვიზაჟი, მანიკიური, პედიკიური, ვიზაჟი და სამომავლოდ სასწავლო აკადემია – ყველაფერი ერთ სივრცეში.
The Diary-ს Fashion ედიტორიალის მთავარი გმირი ინფლუენსერი და ბიზნესვუმენი, მარიამ დავითაძეა. მარიამი ერთი დღით ზაფხულის პატარძალი გახდა და Galogrea-ს ხუთი განსხვავებული ლუქი მოირგო.