ჰავაიზე Le Splash კოლექციის წარდგენის შემდეგ, სიმონ პორტ ჟაკმუსმა არლში, სამხრეთ საფრანგეთში, მარილის მთებზე მიიწვია სტუმრები და მათ 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია სახელწოდებით Le Papier გააცნო.
ვირტუოზმა შემოქმედმა სიმონ პორტ ჟაკმუსმა, თავისი საზრიანობითა და სოციალურ მედიაში ულტრა ცნობადობით, დიდი ხნის წინ მოახერხა ლოკალური ლეიბლის გლობალურ ჰიტად ქცევა. მხოლოდ ამ თავბრუდამხვევი წარმატებით აიხსნება Jacquemus-ის ახალ კოლექციის ჩვენებაზე წინა რიგებში მსხდომი ტინა კუნაკი და ვენსან კასელი, ვიქტორია ბექჰემი, წამყვანი გამოცემების რედაქტორები, სტილისტები, ინფლუენსერები და ბაიერები. სიმონმა კიდევ ერთხელ შეძლო და ახალი კოლექციისთვის იდეალური ლოკაცია შეარჩია, 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის თეთრ სილუეტებში გამოწყობილი მოდელები მარილის მთებს შორის გადაადგილდებოდნენ და სრულყოფილ ჰარმონიას ქმნიდნენ.
ამ კოლექციაზე მუშაობა აკვიატებით დავიწყე, მსურდა ყველაფერი სუფთა თეთრი ფურცლიდან გამეგრძელებინა - განაცხადა დიზაინერმა.
ტიულის ფატებში გამოწყობილმა მოდელებმა ჯერ თეთრი ფერის სილუეტები წარადგინეს, რასაც კონტრასტული შავი ფერის დეტალებიც მოჰყვა, თუმცა ნაზი რძისფერი ფერები ამ შემთხვევაშიც იყო შენარჩუნებული. ჩვენების ჰაილაითი Jacquemus x Nike Humara-ს კოლაბორაციის ფეხსაცმელები გახლდათ, რომლებიც დღევანდელი დღიდან გაიყიდება.
მოდის ისტორიაში არმანის სახელი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ის იმ დიზაინერთა შორისაა, რომლებმაც ეპოქის მიმართულება შეცვალეს. ჯორჯო არმანიმ მამაკაცის კოსტუმს ახალი სახე მისცა, ქალთა მოდაში კი თავდაჯერებული და ელეგანტური სტილი დაამკვიდრა. არმანის სახელი სამუდამოდ უკვდავყოფილია როგორც მოდის, ისე კულტურის ისტორიაში.
ანა ვინტურმა ამერიკული Vogue-ის სარედაქციო კონტენტის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. ვინტური მოდის ყველაზე გავლენიან ჟურნალს არ ტოვებს, თუმცა ამერიკული გამოცემის საქმიანობას ამიერიდან 39 წლის ქლოე მალი გაუძღვება.
ვენეციის კინოფესტივალზე შეილინ ვუდლიმ ერთდოურლად ახალი ფილმის პრემიერა და თავისი დებიუტი აღნიშნა. ახალგაზრდა მსახიობმა სამი შესანიშნავი ლუქი შემოგვთავაზა, მინი-კაბიდან დაწყებული, უნაკლო Fendi-ს ლუქით დამთავრებული.